რამდენად შეუძლია კომპიუტერულ თამაშს ადამიანის რეალური სამყაროც დაიპყროს? ამაზე Call of Duty: Ghosts Onslaught-ის სარეკლამო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გიპასუხებთ.
კომპანია Activision-მა ახალი ტენდენცია გაიზიარა და სარეკლამო ვიდეოს მაგიერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი შემოგვთავაზა. ჰოლივუდის რეჟისორმა, კრეიგ გილესპიმ Call of Duty-ს საკმაოდ მაღალბიუჯეტიან, მოკლემეტრაჟიან ფილმზე იმუშავა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით გეიმერებს იტაცებენ, რათა Call of Duty-ს მოთამაშეთა საუკეთესო ჯგუფი შექმნან. ალბათ არცერთი გეიმერი არ იტყოდა უარს მსგავს გატაცებაზე.
პ.ს. Call of Duty: Ghosts-მა კომპიუტერული თამაშების ისტორიაში ყველაზე ბიუჯეტური თამაშის სტატუსი მოიპოვა, როდესაც 1 დღეში მილიარდზე მეტი მოგება შეაგროვა.