დიახ, რეკორდსმენი Call of Duty-ის ახალი ერა Modern Warfare II-ით იწყება. იგი მთელ მსოფლიოში 28 ოქტომბერს გამოვა და თამაშის განსხვავებულ გამოცდილებასაც გაზიარებთ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია, რაც საშუალებას გაძლევთ, იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც Call of Duty-ის ახალი ეპოქაში შეაბიჯებს.
Modern Warfare II ამჯერად განსაცვიფრებლად რეალისტური ხმით, განათებითა და გრაფიკით გამორჩეულიც იქნება, თამაშს ახალი მოწინავე AI სისტემაც აქვს და მზად არის ახალ მოთამაშეებსა და კონკურენტებს მიესალმოს.
აქ ნაცნობ გმირებსაც შეხვდებით, ახალი მოკავშირეები კი სამყაროში მოგზაურობის ოპერაციაში ერთვებიან, რაც ევროპის, აზიისა და ამერიკების კონტინენტებსაც მოიცავს… შესაძლოა, თქვენი თანაგუნდელები გუნდის კაპიტანი ჯონ პრაისი, სერჟანტი კაილ “გაზ” გარიკი, გულშემატკივრებისთვის საყვარელი საიმონ „მოჩვენება“ რაილი, უშიშარი სერჟანტი ჯონ „სოუპ“ მაკტავიში და გუნდის ახალი წევრიც, პოლკოვნიკი ალეხანდრო ვარგასი იყვნენ. მათთან ერთად წყალქვეშა ბრძოლების, აფეთქებების, ბნელი და ნათელი მისიების შესრულებასაც შეძლებთ.