in

ტოკიოს “სუმიდას” აკვარიუმი ხალხს გველთევზებთან ვიდეოზარით სასაუბროდ იწვევს

COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში ცხოვრება საკმაოდ ბევრ სირთულესთან ასოცირდება – არამხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლებისთვისაც. პანდემია მწვავედ შეეხო ტოკიოს “სუმიდას” აკვარიუმში მყოფ გველთევზებსაც. ეს პატარა არსებები ხალხის მიმართ უკიდურესი სიმორცხვით არიან განთქმულნი. ისინი ცდილობენ, ადამიანების დანახვისას, დაიმალონ ხოლმე. თუმცა, ტოკიოს ამ აკვარიუმში მყოფი გველთევზები უკვე ადაპტირდნენ ადამიანებთან და მათ აღარ ემალებოდნენ. ახლა კი, როცა აკვარიუმს უკვე ვიზიტორები აღარ ჰყავს, გველთევზებს კვლავაც გაუჩნდათ შიში ადამიანებისადმი. მათ მომვლელებს ზუსტად ვერ გაურკვევიათ ისინი ჯანმრთელად არიან, თუ მწვავე სტრესში.

იმისათვის, რომ გველთევზებმა ძველებურად იმოქმედონ, სუმიდას აკვარიუმი ხალხს მათთან ვიდეოზარით სასაუბროდ იწვევს. გველთევზების აკვარიუმზე დამაგრებულია ტაბლეტები, რომელთა მეშვეობითაც ამ პატარა არსებებს გაუჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ ვიზიტორები კვლავაც მათთან არიან. თუმცა, ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხმამაღლა არ ისაუბრონ მათთან, რათა არ დააფრთხონ.

ზარები 3-5 მაისს განხორციელდება, ტოკიოს დროით საღამოს 10-დან ღამის 2 საათამდე და ისინი 5 წუთზე მეტ ხანს არ გასტანს. მსურველებმა, FaceTime-ში ამ მისამართებზე უნდა დარეკონ: [email protected], [email protected], [email protected], [email protected], and [email protected]

6 მაისს „ონლაინ“ ღონისძიება „ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო“ გაიმართება

გიორგი პოპიაშვილი

“დაჯავშნე შეხვედრა” – გიორგი პოპიაშვილი ერთი დღის განმავლობაში თქვენ განკარგულებაშია