in

„ქალანის მეთოდის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელები „ბრიტანულ ცენტრში“

„ბრიტანულ ცენტრს“, ლონდონიდან, „ქალანის მეთოდის ორგანიზაციის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

„ბრიტანული ცენტრი“, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სკოლების ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს, ინგლისის „ქალანის მეთოდის ორგანიზაციის“ ექსკლუზიური პარტნიორია. „ბრიტანულ ცენტრსა“ და CMO-ს (Callan Method Organisation) მჭიდრო თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. მუდმივად მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და რაც მთავარია, „ქალანის“ მეთოდის სტანდარტების დაცვისა და სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტებისას“.

ამჯერად, „ბრიტანულ ცენტრს“, ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ქეროლ დიუკსი ეწვია, რომელიც მრავალი წელია „ქალანის მეთოდის ორგანიზაციაში“ მუშაობს, აღნიშნულ პოზიციაზე კი ერთი წლის წინ დაინიშნა. მასთან ერთად, საქართველოში ჩამვიდა CMO-ს საერთაშორისო განვითარების მენეჯერი, გევინ ბესტი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, „ბრიტანული ცენტრი“ კი ერთ-ერთ განსაკუთრებულ პარტნიორს „ქალანის“ გლობალურ ოჯახში. სამუშაო ვიზიტის დროს განიხილება ურთიერთთანამშრომლობის ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორებიცაა: „ქალანის“ მეთოდი გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე, სწავლების ხარისხი, პედაგოგთა პროფესიული განვითარება, კმაყოფილი მომხმარებელი და რაც მთავარია, ქართულ ბაზარზე, „ქალანის“ ბრენდის იმიჯის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა“, – ამბობს CMO-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეროლ დიუკსი.

ორგანიზაციის საერთაშორისო განვითარების მენეჯერის, გევინ ბესტის თქმით, „ქალანის“ მეთოდი მსოფლიოში ინგლისური ენის შემსწავლელ ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, 42 ქვეყნის 450 სკოლაში იყენებენ.

„ასეთი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ „ქალანის“ მეთოდი, უდაოდ, ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანისთვის. თუმცა, რამდენადაც მარტივია მეთოდის მეშვეობით ინგლისური ენის სწავალა, იმდენად რთულია მისი სწავლება, რადგან მეთოდი სტრუქტურულად ძალიან სკურპულოზურია და მოითხოვს მეთოდოლოგიური წესების ზედმიწევნით დაცვას, ამისთვის კი აუცილებელია პედაგოგების სიღრმისეული პროფესიული გადამზადება. ჩვენი მიზანია, ყველამ, ვინც  ინგლისურ ენას ქალანის მეთოდით შეისწავლის, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მიიღოს სწავლების უმაღლესი ხარისხი. ამ კუთხით, მრავალი წელია ვთანამშრომლობთ „ბრიტანულ ცენტრთან“, ჩვენი მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს სწავლების ხარისხის მართვა და მონიტორინგი, რის საფუძველზეც შემიძლია გითხრათ, რომ „ბრიტანული ცენტრი“ დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბრიტანული ცენტრის“ ჩართულობა და წვლილი „ქალანის“ ახალი პროდუქტების განვითარებაში.“

„ბრიტანული ცენტრის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო მგელაძის თქმით, მათთვის პრივილეგია და საამაყო ფაქტია, რომ ცენტრი „ქალანის მეთოდის ორგანიზაციის“ ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

„აღნიშნული შეხვედრა უაღრესად ნაყოფიერი იყო, განვიხილეთ პრიორიტეტული საკითხები, გავეცანით უახლეს გლობალურ ტენდენციებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქალანის“ მეთოდი, მსოფლიოს მასშტაბით, ინგლისური ენის შესწავლის სფეროში კვლავ დომინანტ პოზიციას იკავებს. ყველა გარემოება ადასტურებს, რომ „ქალანის“ მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.“

[R]

„ვჭრით პრობლემას, რომელიც 466 მილიონ ადამიანს აქვს“ – ქართული AI კომპანია მსოფლიოს 5 საუკეთესო გუნდს შორის

მხატვრის მიერ შექმნილი მხატვარი რობოტი, რომელიც ძველ ჩინურ სტილში მუშაობს