in

Calligraphy Tower-ის ცათამბჯენის C ბლოკში გაყიდვები დეკემბრიდან იწყება!

Calligraphy Tower C კორპუსის გაყიდვებს იწყებს, აქ ბინის შეძენა უკვე დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი და 36-თვიანი განვადების შესაძლებლობაც არის, სადაც პირობები მაქსიმალურად მომხმარებლის სურვილებს იქნება მორგებული.

თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ სახლი როგორც თქვენთვის, ისე განიხილოთ ეს შენაძენი, როგორც საინვესტიციო პროექტი. თქვენ ითანამშრომლებთ მმართველ კომპანიასთან და სტაბილურ შემოსავალს მიიღებთ გაქირავებიდან. ამ შემთხვევაში თანხა 60/40%  პრინციპით გადანაწილდება ბინის მფლობელსა და მმართველ კომპანიას შორის. აქვე აღსანიშნავია, რომ მმართველი კომპანიის წილი ფარავს იმ ხარჯებს, რაც გაქირავებასთან არის დაკავშირებული. იქნება ეს კომუნალური გადასახადები თუ სარეკლამო ბიუჯეტი. 

Calligraphy Tower, მსოფლიო ბრენდის, Hilton Worldwide-ის პარტნიორობით შექმნილი პროექტია, რომელიც უზარმაზარ, სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს მოიცავს საქართველოს ზღვისპირა მხარეს, კერძოდ, ბათუმში. ის 3 ცათამბჯენისგან შედგება: A, B და C, ლოკაცია კი ბათუმის ყველაზე მოთხოვნად უბანშია შერჩეული, გმირთა ხეივანზე, შარტავას 18 ნომერში.

ცათამბჯენები ასე ნაწილდება:

  • A Tower –35 სართულიანი სასტუმრო ტიპის შენობა.
  • B Tower –45 სართულიანი საცხოვრებელი ტიპის შენობა.
  • С Tower– 40 სართულიანი საცხოვრებელი ტიპის შენობა.

ცოტა რამ Calligraphy Tower-ის ინფრასტრუქტურაზეც ვთქვათ:

უპირველეს ყოვლისა, კომპანია გაძლევთ გარანტიას, რომ ხედები, რომლებსაც ბინის ყიდვისას ირჩევთ, აღარ შეიცვლება არასდროს. ასეთი უპირატესობა, როგორც წესი, იმ კომპლექსებს აქვთ ხოლმე, რომლებიც ზღვის პირველ ზოლშია განლაგებული, თუმცა Calligraphy Tower ზღვიდან  600მ დაშორების მიუხედავად, ამ უპირატესობით გასარგებლებთ. 

გარდა ამისა, კომპლექსი აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც კი შეიძლება იყოს ახალ სასტუმრო კომპლექსში. ის მოიცავს როგორც დახურულ აუზს, ისე სპა ცენტრსა და ფიტნეს დარბაზს თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისა და რელაქსაციისთვის. ამასთან, აქვე ახლოს გექნებათ კინოთეატრი – Calligraphy Cinema, Piano & Lounge Bar-ი ცოცხალი მუსიკით, Coworking ზონას, საკონფერენციო დარბაზს, შადრევანი და გამწვანება, გამწვანებული  ტერასა, სადაც მომხმარებელს 44 სართულიდან ფეხბურთის მატჩის ან კონცერტის თვალყურის დევნების საშუალება ექნება. კომპლექსი ასევე მოიცავს კაზინოსა და 300 საპარკინგე ადგილს. 

ამ ყველაფერთან ერთად, ის იქნება უსაფრთხო, სადაც სტუმარი თუ მესაკუთრე თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობენ, რადგან კორპუსები აშენებულია ცეცხლგამძლე ბლოკით. მასში დამონტაჟებულია Kleemann-ის ბრენდის ლიფტები და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. სადარბაზოები კი ბუნებრივი ქვით იქნება მოპირკეთებული, რაც ჯანსაღ გარემოს კიდევ უფრო შექმნის ყველა კორპუსში.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, მომხმარებელს ხელშეკრულებით უდასტურდება და გარანტია ეძლევა, რომ  ყველა ეს პირობა დაკმაყოფილებული იქნება მისთვის.

A, B და C ბლოკები მინიმალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, სტანდარტები და კონცეფცია საერთოა და მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტზე მორგებული. 

[R]

თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე — „კემპი“ რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

თვითშემეცნება ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს — ფსიქოლოგების დასკვნა