in

ზღვა, პანორამული ხედები და კიდევ მრავალი უპირატესობა, რასაც Calligraphy Towers Batumi გვპირდება

ძალიან ბევრი ოცნება იწყება წინადადებით – „ზღვისპირას მინდა სახლი”. ზღვას ჩვენთვის ნაირნაირი დატვირთვა აქვს და ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ზღვა არ უყვარდეს, მით უფრო საკუთარი ბინის ქონაზე უარს ამბობდეს.

Calligraphy Towers Batumi-ს საცხოვრებელ კომპლექსში მსგავსი ოცნების ასრულება რეალობას უახლოვდება. კომპლექსის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მალე დასრულდება და როგორც კომპანია აცხადებს, აქ გეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა, გახდეთ პრემიუმ კლასის კომპლექსის რეზიდენტი მისაღებ ფასად. ამისთვის „კალიგრაფი” ფასდაკლებას გთავაზობთ – თუ შეიძენთ ბინას Calligraphy Towers Batumi-ში აუზის ხედით, მიიღებთ 4000-დან 10000 ლარამდე ფასდაკლებას.

Calligraphy Towers Batumi ბათუმის ფერად ზღვასთან ახლოს მდებარეობს. აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში, თქვენი სახლიდან ბათუმის პანორამული, ასევე აუზისა და ეზოს ხედები გამოჩნდება. ირგვლივ კი სანაპირო, ფეხბურთის მოედანი და ახლომდებარე სუპერმარკეტები გექნებათ.

საცხოვრებელ კომპლექსში მოქმედებს დახურული აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, რომელიც ბათუმში ცხოვრებას ან სტუმრობას წლის ყველა სეზონზე სასიამოვნოს გახდის, მათ შორის, ზამთრის ცივ დღეებშიც.

აუცილებლად უნდა შევეხოთ ინვესტიციის შესაძლებლობასაც, რადგან Calligraphy Towers Batumi-ში აპარტამენტის შეძენისა და მისი გაქირავების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, იქონიოთ სტაბილური შემოსავალი, რაც დაახლოებით $9890-ს უტოლდება წელიწადში.

ბოლოს იმასაც დავსძენთ, რომ Calligraphy Towers Batumi Hampton By Hilton-ის ოფიციალური პარტნიორია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათთან აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში, „ჰილტონის” თითოეული უპირატესობით სარგებლობას შეძლებთ.

ნუ დატოვებთ ზღვისპირა სახლის ქონას ოცნებად, როცა Calligraphy Towers Batumi-ს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თავის რეზიდენტებს ელის.

[R]

Carlsberg-ის წყალქვეშა ბარი ზღვაზე ალკოჰოლის მიღების რისკებს უსვამს ხაზს

ორიენტ ლოჯიკთან თანამშრომლობით, თიბისიმ Red Hat-ის პლატფორმა დანერგა