Orion-ის კოსმოსური კაფსულა მთვარეზე მიდის და უკან ბრუნდება, ამ ისტორიულ პროცესში ჩასართავად კი საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს — Callisto-ს ახალი ტექნოლოგია ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, მის სისტემას iPad-ის შეტყობინებების დახმარებით დაუკავშირდეს, რომელიც სწორედ „სამყაროს სანახავად“ შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ Artemis I-ის მისიაზე ასტრონავტები არ არიან, იგი Artemis II-ის გაშვებისთვის მზადდება, სადაც ადამიანები წლების შემდეგ მთვარეზე პირველად დაბრუნდებიან… თუმცა იმის გამო, რომ ტექნოლოგიას ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ქალღმერთის სახელი დაარქვეს, იგი Artemis I-ის მისიის ღირსეული პარტნიორიც ხდება.
Callisto ასტრონავტებისთვის მოგზაურობის დროს ხმოვანი და ვიდეო კომუნიკაციის სისტემის როლს შეასრულებს. პატარა ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით მათ მისცემს წვდომას ფრენის სტატუსის შესახებ, რაც მოიცავს კოსმოსური ხომალდის ორიენტაციას, წყლის მარაგი დონესა და ბატარეის სტატუსს. მიმდინარე ფრენისას, Castillo ხელმისაწვდომი იქნება პლანშეტზე და შეამოწმებს ვიდეო კონფერენციის პროგრამულ უზრუნველყოფას, დააკვირდება, რამდენად გაიგზავნება ვიდეო და აუდიო Mission Control Center-იდან კოსმოსურ კაფსულაში ისევე, როგორც Amazon Alexa-ს უნარს, უპასუხოს მიღებულ ბრძანებებს.
„Orion ყველაზე მოწინავე კოსმოსური ხომალდია მათ შორის, რაც მთვარეზე ასტრონავტების გადასაყვანად შექმნილა. ხმის აქტივაციის ტექნოლოგია კი მას სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს, სამეცნიერო ფანტასტიკის კოსმოსური ხომალდების ინტერაქციულ კომპიუტერულ სისტემებს საშუალებას მისცემს, მომავალი თაობის მკვლევრებისთვის რეალობად იქცეს“, — განმარტავს ჰოვარდ ჰუ, NASA-დან.
მონაწილეებს შეუძლიათ Alexa-სთვის კითხვის დასმით ან რაღაც ბრძანების გაცემით Callisto-ს შეტყობინებები გაუგზავნონ და თუ თქვენც გსურთ, ამ თავგადასავლის მონაწილე გახდეთ მაშინ, Communicate with Callisto-ს ფორმა უნდა შეავსოთ.