in

CALM-ის რეკლამაში „უხილავ მოწინააღმდეგესთან“ მოთამაშე დეკლან რაისი გამოჩნდა

Campaign Against Living Miserably (CALM)-ის ახალი რეკლამა ყურადღების მისაქცევად სწორ დროს გამოქვეყნდა — როდესაც მსოფლიოს ყურადღება კატარში მიმდინარე მუნდიალისკენაა მიმართული. ეს კონტექსტი კიდევ უფრო ამძაფრებს ფეხბურთელ დეკლან რაისის ემოციებს, რომელიც მოედანზე „უხილავ მოწინააღმდეგეს ებრძვის“.

მთელი სიუჟეტის განმავლობაში მაყურებელს უჩვეულოდ ეჩვენება რაისის მოქმედებები — რატომ აკეთებს ამ მოძრაობებს ცარიელ სივრცეში? რატომ დაეცა, ვინ დაეჯახა? რეალურად, ეს გრძნობებისა და ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს, რადგან მარტოობა მხოლოდ ფიზიკურად მარტო ყოფნას არ ნიშნავს.

ვიდეორგოლზე AMV BBDO და Seven Stones სააგენტოებმა იმუშავეს. ცხადია, რეკლამის შექმნა ტექნიკურად რთული იყო: მათ ინგლისის თამაშების კადრების ნაზავი გამოიყენეს, რაისის თამაშების კადრების დამატებით. შემდეგ კი სხვა მოთამაშეები ამოჭრეს და შესაბამისი განათება შეარჩიეს, რათა საბოლოო ეფექტი დამაჯერებელი და შემაშფოთებელი ყოფილიყო.

როგორ მივიღოთ დადებითი შედეგები ინფლუენსერ მარკეტინგიდან? — 7 რჩევა

LinkedIn პოსტების დაგეგმვის ფუნქციას ამატებს