in

CALVIN KLEIN-ის ვარსკვლავური რეკლამის პაროდია

ამერიკული თოქ-შოუს “The Late Late Show with James Corden“-ის წამყვანმა ჯეიმს კორდენმა CALVIN KLEIN-ის რეკლამის პაროდია გადაიღო. შოუმენმა მოდის სახლის ვიდეორგოლი გააშარჟა. მისი თქმით, ორიგინალში თავადაც მონაწილეობდა, თუმცა, რატომღაც კადრები ამოჭრეს, ახლა კი მაყურებელს სრულ ვერსიას სთავაზობს.

BOG

 

 

რაც შეეხება ორიგინალ ვერსიას – CALVIN KLEIN-მა, რამდენიმე დღის წინ, 2019 წლის გაზაფხულის კოლექციის მხარდასაჭერად, ახალი კამპანია დაიწყო. ვიდეორგოლში ახალგაზრდა, პოპულარული მოდელები და „სელებრითები“ მონაწილეობენ, მათ შორის – კენდალ ჯენერიც. სწორედ ამ რეკლამის პაროდია შესთავაზა საზოგადოებას ჯეიმს კორდენმა.

 

https://www.youtube.com/watch?v=mSEm2-STg5U

 

ლეგალჰაბი – ერთიანი სამუშაო სივრცე იურისტებისთვის

ადრეული ქორწინება საქართველოში – ილუსტრაციები