in

ინგლისური ენის ორი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოში ინგლისურის ინოვაციური მიდგომებით სწავლება დანერგა – Cambridge Education Corner

ინგლისურის შესწავლას თუ გადაწყვეტთ, სასწავლო პროგრამების არჩევანი საკმაოდ დიდია. ამის მიუხედავად, უამრავ ადამიანს კვლავაც სჭირდება მეტი თავდაჯერებულობა ამ უცხო ენაზე საუბრისას და სიზუსტე – აზრის წერილობით გადმოცემისას. ბევრს სურს, რომ ენის შესწავლა ორგანული პროცესი იყოს და ინგლისურად საუბრისას ან წერისას სათქმელს შეუფერხებლად აყალიბებდეს. სწორედ ინგლისური ენის სწავლების უახლესი, ინოვაციური საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მოტივაცია იქცა Cambridge Education Corner-ის საფუძვლად. მისი შემქმნელები საგანმანათლებლო მიმართულების პროფესიონალები არიან და კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების კვალიფიკაციას ფლობენ. სალომე გურეშიძე ასოცირებული პროფესორია, მისი პარტნიორი – გურანდა ხაბეიშვილი – განათლების მეცნიერებების დოქტორია, რომელიც წიგნებსა და სტატიებზეც მუშაობს. სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად, დამფუძნებლები აქტიურად არიან ჩაბმულები საგანმანათლებლო/სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში. სწორედ მათ გვიამბეს ინგლისური სწავლების ახლებურ მიდგომაზე, რაც მოსწავლეებს ენის დაუფლებას მნიშვნელოვნად უადვილებს და სასწავლო ცენტრის სპეციფიკაზეც გვესაუბრნენ.

M: საქართველოში, ინგლისურის სწავლება მრავალფეროვანი მეთოდებით მიმდინარეობს. რითაა გამორჩეული Cambridge Education Corner-ის სასწავლო მიდგომა?

Edu Corner არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ენის შესწავლა – სწორედ ეს დევიზი აერთიანებს ჩვენს ხედვასა და მიდგომებს ენის სწავლებასთან დაკავშირებით, რომლის აქტიურად პოპულარიზაციას ვცდილობთ ქართულ ბაზარზე.

სწავლის პროცესი მოიცავს ინტერაქციულ/კომუნიკაციურ გაკვეთილებს, დავალებაზე/პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, როლურ და სიტუაციურ თამაშებს, პრეზენტაციას, ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას, დისკუსიებს, პროექტებზე მუშაობას, თამაშით/კეთებით სწავლების სტრატეგიებს, სადაც პრიორიტეტი ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის ინტეგრირებული განვითარებაა: Speaking, Listening, Reading, Writing.

ენის სწავლის პროცესი მოსწავლეს ისეთ ზოგად უნარ-ჩვევებს უვითარებს, როგორებიცაა: კომუნიკაცია, კრეატიულობა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაცია, ლიდერობა და ა.შ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში სწავლა უფრო სწრაფი და ეფექტურია. ის აქტიურად არის ჩართული უშუალოდ პროცესში, სადაც ყველაფერი სახალისო, საინტერესო და პრაქტიკაზე დაფუძნებულია.

სწავლების პროცესში ინტეგრირებულია ჩვენ მიერ შექმნილი და ადაპტირებული ციფრული სასწავლო რესურსები და პლატფორმები, რომლებიც მოსწავლეებს მეტ მოტივაციასა და დამოუკიდებლობას სძენს. ეს ინოვაციური და თანამედროვე მეთოდები გაზიარების, შეჯამებისა და ინდივიდის მიერ აზრის გამოხატვის საშუალებას იძლევა. ამიტომ, მცირერიცხოვან ჯგუფში მუშაობისას მოსწავლეებს ემატებათ თვითდაჯერებულობა და ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ, რომ სასწავლო პროცესის ცენტრალური ნაწილი არიან.

M: რა გამოწვევებს აწყდება საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესებას ცდილობს?

ზრდასრული მოსწავლეები ჩვენთან ინგლისურ ენაზე საუბრის კომპლექსით მოდიან. მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ინგლისური ენის სწავლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად ამისა, უჭირთ ინგლისურ ენაზე წერა და აზრის გადმოცემა. ნაწილობრივ, ეს სწავლების არასწორი მეთოდებითაა განპირობებული. ჩვენთან სწავლა იმდენად სასიამოვნო, სახალისო და საინტერესოა, რომ მოსწავლეები მეტად თავდაჯერებულად იწყენებენ ინგლისურად საუბარს.

სირთულეებს შორისაა გრამატიკის სწავლაც, რაც ბევრისთვის მოსაწყენ და დამღლელ პროცესთან ასოცირდება ონლაინ თუ ადგილზე პროგრამების სწავლის პროცესი იმდენად პრაქტიკაზე ორიენტირებულია, რომ ჩვენი გაკვეთილის პროცესშივე იყენებენ აქტიურად ახალ ნასწავლ გრამატიკულ მასალას და ბუნებრივად გადააქვთ კომუნიკაციაში.

M: რა მიმართულებებს მოიცავს Cambridge Education Corner-ის პროგრამები?

ჩვენი სასწავლო პროგრამები გათვლილია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის. გვაქვს კურსები როგორც ბავშვებისთვის (5 წლის ასაკიდან), ასევე ზრდასრულთათვის, რომლებსაც ენის შესწავლა სურთ სამსახურეობრივი თუ ყოველდღიური მიზნებისთვვის. 

ბავშვებსა და მოზარდებს ვთავაზობთ ზოგადი ინგლისური ენის კურს, კვირაში 2-ჯერ. ასევე, მათთვის გვაქვს საშაბათო-საკვირაო სკოლა (My English Weekend) , სადაც ინგლისურ ენასთან ერთად, ინგლისურენოვანი საგნებია ინტეგრირებული. ამას გარდა, ვუძღვებით ინტენსიურ საზაფხულო სკოლას ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

რაც შეეხება, ზრდასრულებს, სწავლება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: არის ზოგადი და სასაუბრო ინგლისური ენის კურსები, ასევე ბიზნეს-ინგლისური, ინგლისური სამსახურებრივი მიზნებისთვის. სასწავლო პროგრამა ბრიტანეთშია შედგენილი და სრულად ერგება ჩვენს აუდიტორიას.

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც საზღვარგარეთ წასვლა სურთ სასწავლო ან სამუშაო მიზნით, ვთავაზობთ საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ IELTS , TOEFL, SAT კურსებს ბრიტანეთსა და ამერიკაში მიღებული კვალიფიკაციის მქონე გამოცდილ ტრენერებთან.

გარდა ამისა, მსურველებს საშუალებას ვაძლევთ საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, ინგლისში წავიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად გაგვყავს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე. გამოცდებისთვის მომზადებაში ისინი დამატებით საფასურს არ იხდიან. პროგრამაში ინტეგრირებული გვაქვს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, რაც დამატებით შესაძლებლობასა და მოტივაციას აძლევთ მოსწავლეებს მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შედეგი.

M: რა არის თქვენი მთავარი მოტივაციარის შეცვლა გინდათ ბაზარზე  Cambridge Education Corner-ის საშუალებით?

ჩვენი მიზანია დავნერგოთ და პოპულარიზაცია გავუკეთოთ ინგლისური ენის სწავლის თანამედროვე, მოსწავლეზე-ორიენტირებულ მეთოდებს, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეების ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსწავლეებს სწავლების თითოეულ ეტაპზე მუდმივი უკუკავშირი მივცეთ. ჩვენთან მასწავლებლები ინდივიდუალურად უდგებიან თითოეულ მსმენელს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

ყველაზე დიდი მოტივაციის წყარო ჩვენი მოსწავლეების დადებითი შეფასებები და მათი პროგრესია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათთვის ჩვენთან სწავლა საინტერესო იყოს და ეს პროცესი სასიამოვნო პროცესთან ასოცირდებოდეს. ამისათვის, ვცდილობთ მათ ინტერესებსა და საჭიროებებს მაქსიმალურად მოვერგოთ.

[R]

რას უწოდებს Snickers ფეხბურთის „სრულ გულშემატკივრობას“?

რატომ არის ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი მნიშვნელოვანი?