in

საბუკოს პროექტის მენეჯერი ალბინა მამედოვა კემბრიჯში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ალბინა მამედოვა ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკოს“ პროექტის ხელმძღვანელია. ახალ სასწავლო წელს ის კემბრიჯის უნივერსიტეტში შეხვდება, კონსერვაციის მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც კურსს სრულად უფასოდ გაივლის.

„როდესაც ჩარიცხვის დასტური მივიღე, პირობების შესახებ მომწერეს. ვუპასუხე, რომ დამოუკიდებლად ვერ გადავიხდიდი, უსახსრობის გამო. ამის შემდეგ, კემბრიჯმა თავად უზრუნველყო დაფინანსება და მიპოვა სპონსორები: Miriam Rothschild Scholarship, FFI Nick Mills Scholarship და პლუს, თვითონ სასწავლებელი მაძლევს სტიპენდიას“, – გვიმბობს ალბინა მამედოვა.

M: რა იყო შენი მთავარი მოტივაცია კემბრიჯში ჩაბარებისას?

მოტივაცია კემბრიჯი არ ყოფილა, მოტივაცია კურსი და პროგრამის შინაარსია, რასაც კემბრიჯი მთავაზობს. Master in Conservation Leadership, Department of Geography, University of Cambridge – ქვია კურსს.კურსი იშვიათი შესაძლებლობაა ადამიანისთვის, რომელიც კარიერის განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ამჟამად ვარ მომავალი კარიერული მიზნების და მათკენ მიმავალი გზის შერჩევის პროცესში.კურსის ხელმძვანელები, ლექტორები და პრაქტიკოსები წამყვანი კონსერვაციის ორგანიზაციებიის წარმომადგენლებია. ბევრი მეკითხება რატო მეორე მაგისტრატურა და არა დოქტორანტურა? ვფიქრობ, დოქტორანტურა არაა ბევრისთვის, ან უნდა იყო დარწმუნებული და ბოლომდე ჩამოყალიბებული კონკრეტულ ასფექტებში. ბევრი კითხვა მაქვს რაზეც კურსი და უცხოეთში მიღებული პრაქტიკა დამეხმარება ვიპოვო პასუხები და მექნება სივრცე სიახლეების აღმოჩენისთვის.

M: გვიამბე, რას უკავშირდება შენი საქმიანობა საბუკოში?

ჩემი საქმიანობით, ვცდილობ დავიცვა ის, რაც დაგვრჩენია. დიდი სურვილი მაქვს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გავაუმჯობესო ვითარება კიდევაც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბუნებრივ რესურსებს, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას ეხება. საბუკო, 2014 წლიდან, აქტიურად არის ჩართული ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვაში, კონსერვაციასა და აღდგენაში. თავიდან, სულ 4-5 ადამიანი ვიყავით, ახლა გუნდიც უფრო დიდია და საქმეც შესაბამისად მეტი.

2020 წელს შემომთავაზეს პროექტის მენეჯერობა. დღემდე ვმართავ ამ პროექტს, რომელიც სექტემბერში მთავრდება – „შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი“. ოთხი ქვეყანაა ჩართული – ბულგარეთი, რუმინეთი სომხეთი და საქართველო. პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაცული ტერიტორიებზე ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი მონიტორინგის მონაცემებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზარდა. ჩვენს შემთხვევაში კოლხეთის ეროვნული პარკი იგულისხმება. ამისი მიღწევა ხდება სხვადასხვა გზით: ლაბორატორიაში მუშაობით, საველე სამუშაოებით და მთლიანი პროცესის, პროექტის მართვით და ა.შ.

ველური ბუნება არ ცნობს საზღვრებს. ამიტომ მცდარია იქნება ვთქვა, რომ საქართველოს ბუნების დასაცავად ვაკეთებ ამას. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩემი საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი სახეობებისა და ჰაბიტატების დასაცად, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეროვნული საზღვრები შექმნილია გეოპოლიტიკური და არა ეკოლოგიური მიზეზების გამო.

M: როგორ აპირებ შენი საქმიანობის გაგრძელებას, კემბრიჯში მიღებული ცოდნის დახმარებით?

დიდი ხანია მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ საქართველოში მეორე მაგისტრატურის გავლის აზრს ვერ ვხედავდი და დოქტორანტურაში ნაადრევია. ჩემი საქმიანობის გაგრძელებას, ისევ და ისევ, კონსერვაციის სფეროში ვხედავ. ბევრი მეგობარი მყავს ჩემსავით წასული სამუშაოდ ან სასწავლებლად, მაგრამ საბედნიეროდ აპირებენ ჩემსავით დაბრუნებას საქართველოში. ამიტომ უიმედოდ არ ვარ, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად. უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური დავბრუნდები ბევრი ახალი იდეითა და მეთოდებით.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

“აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარკვლავი გაიხსნა

გახდი მარკეტერი და გასცდი საზღვრებს „ისრაელის ციფრულ აკადემიასთან ” ერთად