Xiaomi-ს ახალ მოდელს CC9 Pro -ს 108 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. ჯამში, მოწყობილობის უკანა კორპუსზე 5 კამერა განლაგებულია, აქედან 108 მეგაპიქსელიანი ფართე კუთხის ლინზაა, 5 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო, 5x ოპტიკური და 10x ჰიბრიდული ზუმით. აქვეა 12 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა პორტრეტებისთვის, 20 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართე კამერა, 117 გრადუსიანი ხედვის კუთხით და 2 მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზა, ახლო დისტანციის გადაღებისთვის. სმარტფონს აქვს მეექვსე კამერაც, ის მისი კორპუსის წინა მხარესაა მოქცეული და ესაა 32 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, CC9 Pro-ს 5260mAh-იანი ელემენტი აქვს, ასევე, აქვს 6.47 ინჩიანი AMOLED დისპლეი, ეკრანზე ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორით. მოწყობილობა აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 730G პროცესორით, აქვს 3.5mm ყურსასმენის ჯეკი. რაც შეეხება პროგრამულ მხარეს, მოწყობილობაში MIUI 11 ჩიფსეტია გამოყენებული და Android 9-ზე მუშაობს.
Xiaomi Mi CC9 Pro დაახლოებით, 6GB ოპერატიული და 128GB შიდა მეხსიერებით 400 დოლარი ეღირება, 8GB ოპერატიული და 126GB-იანი შიდა მეხსიერებით კი 443 დოლარი. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, სმარტფონი ჩინეთში უკვე გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა ის მსოფლიო ბაზარზე.