in

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილება გაიხსნა

კამილიელთა სამედიცინო ცენტრში სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილება გაიხნა, რომლის მთავარი მიზანი პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენაა. ახალ განყოფილებაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალისგან, რომელსაც განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს მიღებული.

bog
bog-mob

თანამედროვე დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო აპარატურითა და დანადგარებით აღჭურვილი განყოფილება სპეციალისტებს პაციენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ფოკუსირების საშუალებას აძლევს. პაციენტის მკურნალობის პროცესში სპეციალისტთა გუნდი, კლინიკურ ხელმძღვანელთან ერთად, ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო კვლევას ატარებს და პაციენტის ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო გეგმას ადგენს.

სარეაბილიტაციო სტაციონარის პროექტი „ეფექტურ და პროფესიულ საქმიანობაში დაბრუნება – ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული სარეაბილიტაციო განყოფილება“ დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პოლონეთის დახმარება 2021 წლის ფარგლებში.

თბილისსა და ახალციხეში, კამილიელთა სამედიცინო ცენტრი მოიცავს ამბულატორიულ და სარეაბილიტაციო მიმართულებებს.

განყოფილებაში პაციენტთა კომფორტულად განთავსებისთვის გათვალისწინებულია:

  • კომფორტული და სრულად აღჭურვილი ინდივიდუალური პალატები პაციენტებისა და მათი თანმხლები პირებისთვის
  • ინდივიდუალურად მორგებული სარეაბილიტაციო გეგმა და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა
  • ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ადაპტირებული სამზარეულო, სასადილო და პირადი ჰიგიენის სივრცეები
  • ეზოს ტერიტორიაზე განთავსებული მოსასვენებელი, სპორტული და საბავშვო სივრცეები
  • სამედიცინო ცენტრში არსებული ყველა დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული და ამბულატორიული სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა

[R]

მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა

ვენეციის ბიენალე 2022, ქართული პავილიონი და არტისტები მსოფლიო ხელოვნების დღესასწაულზე