in

მივიწყებული ბრენდი Campa Cola კვლავ გამოჩნდა — 1970-იანი წლების გაზიანი სასმელი

უმდიდრესმა აზიელმა მამაკაცმა, მუკეშ ამბანიმ განაცხადა, რომ 1970-იანი წლების გაზიანი სასმლის საკულტო ბრენდის განახლებას აპირებს. ეს უკანასკნელი ოდესღაც Coca-Cola-სა და Pepsi-ის კონკურენციას უწევდა ადგილობრივ ბაზარზე, მისი კვლავ გამოჩენა კი მილიონობით ინდოელში ნოსტალგიის ტალღას იწვევს.

საუბარია Campa Cola-ზე — უალკოჰოლო სასმელზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში სამი არომატით ჩაეშვება გაყიდვაში: კოლა, ლიმონი და ფორთოხალი. მაშინ, როცა 1950-იან წლებში კოკა-კოლა პირველად გამოჩნდა ინდოეთში, 2 ათწლეულის შემდეგ კი ბაზრიდან გავიდა, ქვეყანამ საკუთარი სასმლის „ფორმულა“ წარადგინა. შესაბამისად, მან ერთგვარი დანაკლისის შევსების ფუნქცია შეითავსა, თანაც მსგავსი სახელწოდებითა და ფერებით.

მალევე Campa Cola მასობრივად პოპულარული გახდა და ქვეყანაში წამყვანი პოზიცია დაიკავა. „ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა თაობის მომხმარებლებს საკულტო ბრენდთან დავაკავშირებთ. მაგალითად, მაშინ, როცა ხანდაზმულებს ნოსტალგიური განწყობა და სასიამოვნო მოგონებები ექნებათ, ახალგაზრდები სუფთა, გამაგრილებელი გემოთი მოიხიბლებიან“, — აცხადებს კომპანია Reliance, რომელიც სასმლის განახლებაზე ზრუნავს.

მართალია, Reliance-ს საკმარისი რესურსი აქვს ბრენდის გასაცოცხლებლად, მაგრამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ შეხვდება „ახალი სამყარო“ მივიწყებულ სასმელს.

რა შეეძლება GPT-4 მოდელს? — ის მომდევნო კვირაში ამოქმედდება

3 რიტორიკული ტექნიკა თქვენი გავლენის გასაზრდელად