in ,

შიგთავსის ამსახველი შეფუთვა – ახალი ქართული პროდუქტი „კამპას ცივი ჩაი“ ბაზარზე მალე გამოჩნდება

მალე, მაღაზიების დახლებზე ნატურალური წვენების მწარმოებელი ქართული კომპანია „კამპას“ ახალი პროდუქტი – ცივი ჩაი გამოჩნდება. Campa Ice Tea-ს ვიზუალური იდენტობა/შეფუთვა დიზაინ სტუდია Kollektiv-ის მიერაა შესრულებული და რეალისტურად ასახავს ცივ ჩაიში შემავალ ინგრედიენტებს. ნამუშევარი worldpackaging.com-ზეც მოხვდა და შესაბამისად, საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით, უკვე ბევრმა ადამიანმა ნახა. როგორ იქმნებოდა შიგთავსის ამსახველი შეფუთვა – ამ საკითხზე Kollektiv-ის კრეატიული დირექტორი – ბუბა რადიანი გვესაუბრა:

BOG
BOG

M: როგორ შეიქმნა „კამპას ცივი ჩაის“ შეფუთვა და როგორია მისი კონცეფცია?
კამპას მთავარი მოთხოვნა იყო ყურადრება გაგვემახვილებინა პროდუქტის ნატურალურობასა და მის ნატურალურ ინგრადიენტებზე – ხილზე. ეს უნდა ყოფილიყო ცივი ჩაი, რომელიც მაქსიმალურად მარტივად და პირდაპირ გადმოცემდა მის შემადგენლობას. კონცეფციაზე მუშაობა სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით დავიწყეთ. ეს არის ცივი ჩაი, რომელიც ყველასაგან გამორჩეული იქნება, რადგან ის პირდაპირ, მარტივი ხერხით, მადის აღმძვრელი ფოტოთი გადმოცემს პროდუქტის შემადგენლობას, რაც მას მომხმარებლისთვის მომხიბვლელს ხდის.

M: როგორი იყო დიზაინზე მუშაობის პროცესი? როგორ მიხვედით იმ საბოლოო ვიზუალამდე/შეფუთვამდე, რომელიც ამჟამად წარმოაჩენს პროდუქტს?
მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო. სანამ საბოლოო შედეგამდე მივედით, ჩვენ მიერ შეთავაზებულ იქნა რამდენიმე სხვა ვარიანტი, ხოლო საბოლოო იდეა საკმაოდ ხანგრძლივი ვიზუალური კვლევის შემდგომ გაჩნდა. განსაკუთრებით მომხიბვლელი ის გახლდათ, რომ აქამდე მსგავსი მეთოდით შეფუთვა შექმნილი არ იყო, ასე რომ, მაქსიმალურად სწრაფად შევეცადეთ მის განხორციელებასა და დამკვეთისთვის შეთავაზებას.

იმ დროისთვის, ჩვენი ოფისი ვაკის პარკთან მდებარეობდა. სწრაფად მოვიძიეთ აკვარიუმი, შემდგომ ყინული, რომელიც უახლოეს Wendy’s-ში გამოვართვით, ლიმონი რომელიც უბნის ხილ ბოსტნის მაღაზიაში შევიძინეთ და სხვადასხვა ხილის ფოთლები, რომლებმაც კიდევ უფრო გაალამაზა და შეკრა კომპოზიცია. იდეის დამტკიცების შემდგომ, ფოტოები უკვე დამკვეთთან ერთად სტუდიაში გადავიღეთ და საბოლოო შეფუთვა შევქმენით.

Credits

Design Agency: Kollektiv
Brand / Project Name: Kampa Ice Tea
Project Type: Consumer Brand Creation
Design Deliverables: Consumer Rebranding, Consumer Visual Brand Identity, Consumer Graphic Packaging Design
Location: Georgia
Market Country: Georgia
Market Region: Global
Project Type: Agency Commercial / Published
Project Category: Beverages
Packaging Format: Bottle
Substrate / Material: Pulp Carton

1,5 მლნ კილოგრამი საღეჭი რეზინით შექმნილი ფეხსაცმელი! – სოციალური კამპანია

არც “ბორცვი”, არც “ორმო”. მომენტი, რომელმაც ჩემი კარიერა და ცხოვრება შეცვალა! – ანდრო დგებუაძის #აზრები