ქართული ნატურალური წვენების კომპანია „კამპა” მუდმივად იკვლევს ბაზარს, ზრუნავს მომხმარებლის მოთხოვნებზე და სიახლეებს სთავაზობს მას. კომპანია ხან ახალ გემოებს ამატებს მეტი მრავალფეროვნებისთვის, ხან კი ახალ ფორმატებს გვთავაზობს. ამჯერადაც, კომპანიას სასიამოვნო სიახლე აქვს – კამპას ასორტიმენტს შუშის ბოთლებში ჩამოსხმული წვენები დაემატება, რაც თავისთავად ხაზს უსვამს პროდუქტის ხარისხს.

ახალი, შუშის ბოთლებში ჩამოსხმული პროდუქცია ორ მოცულობაშია ხელმისაწვდომი – 250 მლ და 750 მლ. საწყის ეტაპზე წარმოდგენილი იქნება სამი რჩეული გემო: ვაშლი, ალუბალი და ფორთოხალი. თუმცა მოგვიანებით, შუშის შეფუთვაში ხილის სხვა გემოებიც გამოჩნდება. ამ მხრივ ასორტიმენტის გაზრდას კომპანია წლის ბოლომდე გეგმავს.

„კამპას” შუშის ფორმატის შეძენა ჯერჯერობით „ნიკორას” მარკეტებშია შესაძლებელი, თუმცა ახლო მომავალში ის სხვა ქსელურ მაღაზიებსაც მოიცავს. კომპანიის პროდუქცია ქართულ ბაზარზე პირველად 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მისი პრიორიტეტი არის ხარისხი, რომელსაც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით და ახალი ტექნოლოგიებით იღებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „კამპა” ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდია ნატურალური წვენების წარმოებაში. დღეს, როდესაც მაღაზიის თაროებზე ბევრი უცხო წარმომავლობის პროდუქტი დევს, მნიშვნელოვანია, მათ კონკურენციას ადგილობრივი ბრენდებიც უწევდნენ, რასაც „კამპა” უკვე წლებია, წარმატებით ართმევს თავს. „ჩემი, შენი, ჩვენი წვენი” – ეს ბრენდის ცნობილი სლოგანია, რომლითაც ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მომხმარებლისადმი სითბოსა და მზრუნველობას.
[R]










