5
Apr
2019

„კამპას“ რებრენდინგი, ანუ „ჩემი, შენი, ჩვენი წვენი“ – განახლებული შეფუთვით

5 Apr 2019

წვენებისა და ნექტარების ქართული ბრენდი „კამპა“ თაროზე ახალი შეფუთვით გამოჩნდა. კომპანიის განმარტებით, ეს ნაბიჯი პროდუქტის ვიზუალის განახლებასა და თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება.

შეფუთვის ცვლილების მიზეზი, ასევე, „კამპას“, როგორც პრემიალური პროდუქტის პოზიციონირების ხაზგასმაა. 
რებრენდინგზე სამხრეთ ამერიკულმა სააგენტომ Menta იმუშავა. ვიდეორგოლისა და სარეკლამო ილუსტრაციების ავტორი კი, არის სააგენტო ABK.

„კამპას“ ხაზში, ლიტრიან და 200 მილილიტრიან TetraPak-ის ასეპტიკურ შეფუთვებში 11 დასახელების წვენი და ნექტარია გაერთიანებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრადიციულად კამპა“ მომხმარებელს მხოლოდ ნატურალური ნედლეულისაგან წარმოებულ პროდუქციას სთავაზობს.

კომპანია „კამპა“ 11 წლის წინ დაარსდა და მისი საწარმო საგურამოში მდებარეობს. მის ასორტიმენტში 35-ზე მეტი დასახელების უალკოჰოლო სასმელია, რომლებიც 3 საპროდუქტო ხაზის ქვეშ იწარმოება.

[R]

განხილვა