30 Millions d’Amis-ის ემოციურ სარეკლამო ვიდეორგოლებს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს ერთგული ოთხფეხა მეგობრებისთვის ისეთი კამპანიები მოამზადოს, რომლებიც საზოგადოებაში ცნობიერებას აამაღლებს და ცხოველების მიმართ დამოკიდებულებას უფრო შეცვლის. სააგენტო Altmann + Pacreau-სთან თანამშრომლობით მომზადებული ვიდეორგოლი ერთგულების კიდევ ერთი კარგი მაგალითია.