24
Jun
2019

საქართველოს საიმიჯო კამპანია Bloomberg-ზე გადის

24 Jun 2019



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალება Bloomberg-ზე სატელევიზიო და ციფრული მარკეტინგული კამპანია წამოიწყო.

Bloomberg-ის პორტალზე საქართველოს შესახებ სპეციალური გვერდი შეიქმნა, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი, სტატია და ფოტოგალერეა არის განთავსებული. Bloomberg-ის საიტზე საქართველოს შესახებ ელექტრონული ბანერები განთავსდა, ხოლო ტელეკომპანიის ეთერით ვიდეორგოლი გადაიცემა.

სამხრეთ კავკასიის მთებში მდებარე მშვენიერი ქვეყანა საქართველო, ულამაზესი დედაქალაქით, საოცარი არქიტექტურით, მშვენიერი კერძებით, უნიკალური კულტურის ნაზავით, ისტორიითა და რა თქმა უნდა, კარგი ღვინით. ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს.

Bloomberg-ის ფოკუსში საქართველოს ტურისტული ადგილები, სამთო კურორტები, კულტურული ძეგლები, სუხიშვილების ცეკვა, ქართული ღვინო და კერძები მოხვდა.

საქართველოს შესახებ Bloomberg-ზე კამპანია 22-27 იანვარს დაიწყო.

ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს. მედიასაშუალების გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია.

განხილვა