in

„ზაფხულის გული“ – ერთთვიანი გათამაშება „გალერია თბილისში“

„გალერია თბილისში“, 18 ივლისიდან, გათამაშება „ზაფხულის გული“ დაიწყო. კამპანიაზე, სავაჭრო ცენტრისთვის, სარეკლამო სააგენტო Watergunz-მა იმუშავა. პროექტის მიზანი, როგორც თავად ამბობენ, მომხმარებლებში ბრენდის მიმართ სწორი აღქმის ჩამოყალიბება და მოლის, როგორც მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრისა და ყოველდღიური დანიშნულების ადგილად პოზიციონირების გამყარებაა. ასევე სურთ, არსებული თუ ახალი მომხმარებელი კიდევ უფრო დაუახლოვდეს „გალერია თბილისს“ და ბრენდის მიმართ მათი ლოიალობა გაიზარდოს.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=YSq5x-oUtR8[/embedyt]

 

კამპანიის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი თოი რუა თოიძე ამბობს, რომ გათამაშების წესები საკმაოდ მარტივია:

„მომხმარებელმა სავაჭრო ცენტრის ნებისმიერ ობიექტში ნივთის შეძენისას მიღებული ქვითარი უნდა დააფიქსიროს ყველა სართულზე განთავსებული სკანერის, მობილურის ან კომპიუტერის საშუალებით. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური ვებგვერდი, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს გათამაშებაში მონაწილეობას. ქვითრის დაფიქსირების შემდეგ, „ექაუნთში“ გამოჩნდება ასო-ბგერა. მომხმარებელმა უნდა შეაგროვოს ეს ნიშნები (თითო ჯერზე მხოლოდ ერთი ასო-ბგერა ჩნდება) და ააწყოს 2 სიტყვა: „ზაფხულის გული“. პირველი სამი ადამიანი, ვინც „ზაფხულის გულს“ შეაგროვებს, მოიგებს სამი მთავარი პრიზიდან ერთ-ერთს: ეგზოტიკურ დასვენებას ბალის, მალდივის ან ტაილანდის კუნძულებზე. ასო-ბგერასთან ერთად, შესაძლებელია, ამოვიდეს გულის ფორმის სიმბოლოც, რომელიც, ავტომატურად, დაგროვდება მომხმარებლის „ექაუნთზე“. კონკრეტული რაოდენობის გულების გადაცვლა კი შესაძლებელია მომენტალურ პრიზებში („გალერია თბილისის“ ვაუჩერები, კინოთეატრის და ბოულინგის აბონიმენტები და ა.შ.). საზაფხულო გათამაშება 13 აგვისტომდე გაგრძელდება.“

კამპანიის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი თოი რუა თოიძე და პროექტის არტ-დირექტორი ნათია ჯაბანაშვილი

რაც შეეხება თემატიკას, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, კამპანიის შინაარსსა და ფორმას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„ „გალერია თბილისი“ არის ქალაქის გული, საიდანაც დაგროვილი ემოციები მთელს ქალაქს ედება. ზაფხულში კი ეს ემოციები ბევრად დიდი და სასიამოვნოა. ზაფხული განსაკუთრებული ემოციების მატარებელია, რომელიც დასვენებასთან, განტვირთვასთან, მოულოდნელობებთან და თავგადასავლებთან ასოცირდება. ზაფხულს, ადამიანების უმრავლესობა, განსაკუთრებული მოლოდინით ეგებება. არასდროს არავინ იცის, რას შემოგვთავაზებს წელიწადის ეს მხურვალე პერიოდი. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე პირველი გული გრძნობს ზაფხულის განწყობას და სწორად გული ავრცელებს ამ შეგრძნებებს მთელს სხეულში, შევარჩიეთ ზაფხული, ყველაზე გულუხვი საჩუქრებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ადამიანის გახარებას შევძლებთ და მათ ზაფხულის ცხელ დღეებს, გარკვეულწილად, შევუმსუბუქებთ“, – ამბობს თოი რუა თოიძე.

პროექტის არტ-დირექტორის ნათია ჯაბანაშვილის თქმით, ინსტალაციები და, მთლიანად გათამაშების კამპანია, ვიზუალურ სტილზეა აგებული, რომელიც  ზაფხულისა და „გალერია თბილისის“ კატეგორიების ელემენტებს – კვებას, სერვისის, „შოპინგსა“ და გართობას – აერთიანებს.

„ვფიქრობთ, ძალიან განსხვავებული და დასამახსოვრებელი იქნება. კამპანია საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელმა ბოლომდე შეიგრძნოს ზაფხული და მასთან ასოცირებული ის პატარა ბედნიერებები, რომლებსაც ყველა განსაკუთრებულად ელოდება. ვფიქრობთ, ჩვეულებრივი გათამაშებისგან განსხვავებით, კამპანიის პირველი ნაწილი საინტერესო მოლოდინს ქმნის ადამიანებში. ინსტალაციის ფერები და ელემენტები იმდენად განსაკუთრებულია, რომ არ ჰგავს ჩვეულებრივ კონსტრუქციას, აქამდე რომ ხშირად გვინახავს. მსგავსი ვიზუალურად ეფექტური კამპანია ჯერ ქალაქში არ გაკეთებულა. ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ერთსა და იმავე გზაზე დადიან, ინსტალაციების მოულოდნელი გამოჩენა და საჩუქრები დიდ და განსაკუთრებულ მოლოდინებს გაუჩენს, რასაც იდეალურად პასუხობს მთლიანად გათამაშების კამპანია. მთავარი ვიზუალი გაშლილია ყველა მედიუმში, ხოლო საიმიჯო ვიდეოებითა და პატარ-პატარა აქტივობებით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება, „გალერია თბილისში“ ბევრი პრიზი მიიღონ“.

„გალერია თბილისისა” და Watergunz-ის საზაფხულო კამპანიის მიზანია, მომხმარებლებში, ბრენდის მიმართ სწორი აღქმის ჩამოყალიბება. ეს კი, მათი თქმით, მოლის, როგორც მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და ყოველდღიური დანიშნულების ადგილად პოზიციონირების გამყარებას გულისხმობს.

„კამპანიის ფუნქციური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, გათამაშება არის ის აქტივობა, რომელიც, ჩვენი მხრიდან, გამოხატავს სურვილს, კიდევ უფრო დავიახლოვოთ არსებული თუ ახალი მომხმარებელი და ხელი შევუწყოთ მათ ლოიალობას ბრენდის მიმართ. სავაჭრო ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  „ტრაფიკის“ მაჩვენებელი. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს, კიდევ უფრო გაიზარდოს ეს მონაცემები. ზაფხულის პერიოდში ვიზიტორების რიცხვი მცირდება, მოსახლეობის ქალაქიდან გასვლის გამო. „გალერია თბილისს“ ყოველდღიურად ბევრი ვიზიტორი ყავს. შესაბამისად, არ გვინდოდა ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულიყო და აქტიური ზაფხული დავგეგმეთ“, – ამბობს „გალერია თბილისის“ ბრენდ მენეჯერი სალომე კვირკველიძე.

მისივე თქმით, სპეციფიკიდან გამომდინარე, ამჟამინდელ თუ პოტენციურ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ნამდვილად არ იქნება გულგრილი და აქტიურად ჩაერთვება გათამაშებაში:

„ „ტრაფიკის“ რიცხვის ზრდა პირდაპირ პროპორციულია ამ მაჩვენებელთან. ასევე, საიმიჯო პარამეტრების კუთხით, დარწმუნებული ვარ, ბრენდი კიდევ უფრო დაუახლოვდება მომხმარებელს და ჩამოყალიბდება, როგორც Top of Mind სავაჭრო ცენტრი“, – ამბობს სალომე კვირკველიძე.

 

კამპანიის კრედიტები:

კლიენტი – „გალერია თბილისი“

კრეატიული დირექტორი – ბაჩო მებურიშვილი

აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი – თოი რუა თოიძე

არტ-დირექტორი – ნათია ჯაბანაშვილი

სტრატეგი – ელენე გუგუშვილი, მარიამ მიქელაშვილი

პროექტის მენეჯერი  – ნინი დვალიშვილი, თორნიკე თოფურია

„ფროდაქშენი“ – სოფო ორჯონიკიძე

„ექაუნთ“ მენეჯერი – მარიკა ხიდირბეგიშვილი

3D დიზაინერი – აკაკი კაპანაძე

გრაფიკული დიზაინერი – ბრუს ლი

ვიდეოს კრედიტები :

კრეატიული დირექტორი – ბაჩო მებურიშვილი

აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი – აბესალომ ყაველაშვილი

ვიდეოს არტ დირექტორი – აბესალომ ყაველაშვილი

კამპანიის არტ დირექტორი – ნათია ჯაბანაშვილი

ქოფირაითერი – თოი რუა თოიძე

სტრატეგი- ელენე გუგუშვილი, მარიამ მიქელაშვილი

რეჟისორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ხმის დიზაინი და მუსიკა – Post Red Audio

არტ დეპარტამენტი – Fourk Group

დეკორატორი – ჯიმშერ ბერძენიშვილი – Kino Fabrika

[R]

იბრძოლე, როგორც დედამ! – სერენა უილიამსი Gatorade-ის ვიდეორგოლში

“გამარჯობა!” – ჰუმანოიდი რობოტი სოფია თბილისში! [მობილური რეპორტაჟი]