in

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კამპანიების მხარდასაჭერად, კონკურსი გამოცხადდა

გრანტი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაიცემა

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ აცხადებს საგრანტო კონკურსს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კონკურსის მთავარი მიზანია მედია კამპანიების მხარდაჭერა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შესაძლოა, მოიცავდეს:

  • კარდაკარ საინფორმაციო კამპანიას
  • ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ
  • საინფორმაციო შეხვედრებს კონკრეტულ ჯგუფებთან
  • სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გასავრცელებლად მომზადებულ პროდუქტებს

გრანტები ხელმისაწვდომია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. შესაძლებელია ერთობლივი განაცხადის გაგზავნაც. ორგანიზატორების თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება განმცხადებლებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, მიწვდნენ მოწყვლად ჯგუფებს, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალებულ ადამიანებს.

„აღსანიშნავია, რომ „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” რეგიონული პროექტია, რომელსაც ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ (HRHT), ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტების და დამოუკიდებელ მედიას“.

საგრანტო კონკურსზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12 სექტემბერი, თბილისის დროით – 18:00 სთ. 

მონაწილეობის მსურველებმა, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სპეციალურ ბმულზე.

„ჯანსაღი ეზო“ – ჯპს-ს ახალი პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის

მუსიკაში პაუზის ინტერვალები ტვინის იმავე აქტივობებს იწვევს, როგორსაც ბგერების მოსმენა