CAN, Contemporary Art Now, ხელოვნების ბაზრობაა, რომელიც ცდილობს, გაახლოს ის, რაც უკვე თანამედროვეა. ხელოვნების სამყაროს ახალი კონცეფცია სწორედ ახალი ენების პოვნისკენ მიისწრაფვის და იმ არტისტებისთვის სივრცის მიცემას ისახავს მიზნად, რომლებიც ბოლო ათწლეულში გამორჩეულები იყვნენ.
ამის გასაკეთებლად კი იბიცაზე კარგი ადგილი, რომელი უნდა ყოფილიყო?! იგი სწორედ თავისუფლებითა და ღია სულისკვეთებით არის ცნობილი. ამასთან, კუნძული ადამიანების, სოციალური, მხატვრული და კულტურული მოძრაობების დაახლოების წერტილი ყოველთვის იყო.
CAN ასევე პოზიციონერდება, როგორც ერთადერთი ევროპული გამოფენა ხელოვნებაში, რომელიც ზაფხულში იმართება. კუნძულს კი ივლისში 5 დღის მანძილზე მხატვრების, ხელოვნების კოლექციონერების, დაინტერესებული ადამიანების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული სამყაროს წარმომადგენლების შეხვედრის ადგილად აქცევს.
მართალია, CAN Contemporary Art Now-ს აკრონიმია, მაგრამ იბიცაში „სახლს“ ნიშნავს. ეს კი ზუსტად შეეფერება იმას, რისკენაც გამოფენა ისწრაფვის, რომ იყოს „ხელოვნების სახლი“. ხოლო CAN-ის ზმნის ფორმა ინგლისურში სემანტიკური შესაძლებლობების მთელ სამყაროს ხსნის…
ამ მიდგომით ლოგოც შეიქმნა, რომელიც ხელოვნების ბაზრის სრული სახელის ტიპოგრაფიულ განლაგებას გვაჩვენებს. ისევე, როგორც თანამედროვე მხატვრულ შემოქმედებაში, იდენტობა უკვე აშკარა საკითხებსაც სცილდება… ბრენდი ვიზუალური ენის ინტელექტსა და დახვეწილობას ეყრდნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. ამასთან, ლოგოში არაპროგნოზირებადი გრაფიკული ენის დინამიკურ და მოულოდნელ კომპოზიციებსაც შეხვდებით.
რაც შეეხება შრიფტს, მას General Sans-ს უწოდებენ და Indian Type Foundry-ის მიერ შეიქმნა, ფოტოგრაფი კი მარია სანტოსი იყო.