ტურისტების მოსაზიდად, კანადის ეროვნული ტურიზმის მარკეტინგულმა სააგენტომ კამპანია წამოიწყო. “უფრო მეტი, ვიდრე მოგზაურობა” – ვიდეორგოლის საშუალებით, ქვეყანა მოგზაურებს საკუთარ ტურისტულ პოტენციალსა და კანადურ თავგადასავლებს უზიარებს. თუმცა, ვიდეორგოლი ამბის მხოლოდ ნაწილია. რეკლამა კანადის ტურისტული რებრენდინგის ფარგლებში შეიქმნა.
კანადის ეროვნული ტურიზმის მარკეტინგულმა სააგენტომ ახალი ვიზუალური იდენტობაც წარადგინა. ტიპოგრაფიული გულის ფორმის ლოგო სიტყვა “კანადას” შეიცავს. წარწერის გვერდით კანადის სიმბოლო – ნეკერჩხლის ფოთოლია გამოტანილი. ცნობილია ბრენდინგის მთავარი გზავნილებიც: “For Glowing Hearts” – ეს ფრაზა ვიდეორგოლსაც გასდევს და “Destination Canada”.
საინტერესოა, რომ საზოგადოების ნაწილმა კანადის ლოგო I Love NY-ის ცნობილ სიმბოლოს მიამსგავსა, რომელიც მილტონ გლეიზერმა შექმნა.