18
Oct
2019

თბილისში კანაფის გამოფენა იმართება

18 Oct 2019

20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში „თბილისი კანაექსპო 2019“ გაიმართება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კანაფთან დაკავშირებული პროდუქტები: გროუ ტენტები, განათებები, სასუქები, CBD ზეთები, მოსაწევი აქსესუარები და სხვა. აღსანიშავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ლეგალური პროდუქცია და არ იქნება დაშვებული, კანონით შეზღუდული არც ერთი პროდუქტი.

ღონისძიების წარმდგენები არიან:

  • MYSEED.GE
  • Seed Edri
  • Seedonia • სიდონია
  • 420
  • Girchi
  • GrowGrow
  • Seedonia • სიდონია
  • სმოუკ თაიმ
  • Purple shop
  • Pyramid Seeds Georgia
  • Sun-Light
  • Greeny • გრინი
  • ბონგლი • Bongle
  • Stoners Bay
  • Masra • მასრა
  • Cannapedia • კანაპედია
  • Mr.Green
  • Grow Shop – გროუ შოპი – ქუთაისი
  • Kimaru • კიმარუ
  • WeedSeeds.Ge
  • გროუ კოფი შოპი
  • City Seeds Bank Georgia
  • Jamaican Rhapsody
  • Indicator
  • პიპკა • Pipka
  • 420Geo

„ღონისძიების მიზანია ბაზარზე არსებული ყველა კომპანიის წარმომადგენლების ერთად შეკრება და  ყველაფრის ლეგალურ ჭრილში მოქცევა. ისინი ერთ სივრცეში, ერთ ღონისძიებაზე ისაუბრებენ, რისთვის გამოიყენება კანაფი, ისაუბრებენ მის დადებით და სამკურნალო თვისებებსა და „სიბიდი“ პროდუქტებზე. ეს იქნება პირველი ეტაპი, გამოვჩნდეთ, რომ ვარსებობთ ამ სფეროში ვაკეთებთ რაღაც ელემენტარულს მაინც“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კანაექსპოზე“ დასწრება თავისუფალია. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

 

[R]

განხილვა