14
Oct
2014

ჯონ მალკოვიჩი ვამპირად იქცა

14 Oct 2014



Canal Play-ის ვიდეოსერვისის ახალი სარეკლამო რგოლი წმინდა ჰოლივუდური ბლოკბასტერების სტილში გადაიღეს. მთავარ როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს, რომელიც “ვამპირს” თამაშობს.

სიუჟეტის მიხედვით ‘ვამპირს” ძარცვავენ, ესვრიან, მაღაზიის რიგებში დგომა უწევს და ავიაკატასტროფაში ყვება, მაგრამ მალკოვიჩი ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს და Canal Play 24-ზე საყვარელი ფილმის ყურებას განაგრძობს.

რეკლამის ავტორი სააგენტო Buzzman-ია. ქასტინგიც სააგენტოს ეკუთვნის, ისინი ცდილობდნენ შეერჩიათ ისეთი ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც ფრანგულად თავისუფლად ილაპარაკებდა. როლზე ჯონ მალკოვიჩის დამტკიცება გადაწყვიტეს, რადგან მალკოვიჩი რამოდენიმე წელი საფრანგეთში თეატრში თამაშობდა და ენის ბარიერი დაბრკოლება არ გახდებოდა.

განხილვა