in ,

ქენდიდ ტუვექსის წარმოუდგენლად ექსტრემალური გასეირნება – Audi-ს შთამბეჭდავი სანახაობა

ქენდიდ ტუვექსი აღიარებულია, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხილამურე. თუმცა, ფრანგი ექსტრემალი მხოლოდ თოვლიანი გზებით არ შემოიფარგლება და უფრო მრავალფეროვან “მწვერვალებს” იპყრობს. ქენდიდისთვის თხილამურები ისეთი ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია, რომ თავისუფლად შეუძლია უთოვლო მთაზე, კლდეზე, ბალახზე, ჯუნგლებში, ოკეანეში, უდაბნოში და ჩინეთის დიდ კედელზეც კი შეუფერხებლად ისრიალოს, თანაც თავისი წარმოუდგენელი ნახტომები ისევე ოსტატურად შეასრულოს, როგორც ამას თოვლზე ახერხებს. სწორედ ამ განსაკუთრებული ნიჭის გამო გახდა სპორტსმენი Audi-სთვის ასე საინტერესო. კომპანიამ მოთხილამურე თავის სარეკლამო ვიდეორგოლში გადაიღო, რომელიც სპეციალურად ახალი Quattro-სთვის შეიქმნა. მართალია, 4 წუთიან ვიდეოში ავტომობილი სულ ერთი წამითაც კი არ ჩანს, მაგრამ ექსტრემალი თავისი გასეირნებით მშვენივრად გადმოსცემს Audi-ს მთავარ გზავნილს.

BOG
BOG

 

როგორ მივაღწიოთ წარმატებას პირველი წარუმატებელი იდეის შემდეგ?!

4 წუთში მოკვარახჭინებული #გურია2018-ის საიმიჯო ვიდეორგოლი