in

კანის ლომების ფესტივალი სრული მასშტაბით ბრუნდება! რეგისტრაცია საქართველოშიც დაიწყო!

საქართველოში, Cannes Lions 2022-ის ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევი კონკურსი, წელს, 4 კატეგორიაში ჩატარდება: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი.

კანის ლომების ფესტივალის გადაწყვეტილებით, კრეატიული ინდუსტრია, წელს, კვლავ კანში შეხვდება ერთმანეთს. ოფიციალური ფესტივალის თარიღებია – 20-24 ივნისი, მანამდე კი თბილისი ადგილობრივ კონკურსს უმასპინძლებს და ქვეყნის საუკეთესოებს გამოავლენს!

“წელს სიახლე ისაა, რომ კანის ფესტივალამდე, შეჯიბრები ციფრულად ჩატარდება, შემდეგ კი, ფესტივალის ახალგაზრდა მონაწილეები კანში გაემგზავრებიან და შეძლებენ სრულად დაესწრონ ფესტივალის პროგრამას”.

ადგილობრივი ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი, apeople, Tegeta, The Body Shop. 

წელს, კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, მოხდება კანდიდატების წარდგენა, რომელთაგან რჩეულსაც გადაეცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო. ჯილდო გადაეცემა ადამიანს, ვისაც განსაკუთრებული ამაგი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.

ACAG-ის წევრი სააგენტოებისათვის მონაწილე პირველი გუნდის დარეგისტრირება უფასოა, მეორე და მესამეს დამატების შემთხვევაში თითო გუნდზე  – 150 ლარი. 

ACAG-ის არაწევრი სააგენტოებისთვის თითო გუნდის რეგისტრაცია ღირს 300 ლარი. მარკეტერის კატეგორიაში მონაწილეობის ღირებულებაა – 100 ლარი. 

ყველა კატეგორიის შეჯიბრი 29 აპრილს დაიწყება, მონაწილეები და ორგანიზატორები ერთმანეთს ფიზიკურ სივრცეში შეხვდებიან და დეტალურად გაეცნობიან წესებს და დავალებას. გამარჯვებული გუნდები კი, მაისის დასაწყისში გამოვლინდებიან და მაისშივე, მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესოებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ შეჯიბრზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა: ორშაბათი, 25 აპრილი, 19:00.

რეგისტრაციის ბმულები:

PRINT

DIGITAL

FILM 

MARKETERS 

აქვე, მოკლედ, წესებსაც გაგაცნობთ:

მთავარი წესი – გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა იყოს დასაქმებული. ასევე, სავალდებულოა, მონაწილე იყოს არაუმეტეს 31 წლისა (დაბადებული 1990 წლის 6 ივნისის შემდეგ).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კრეატიულ სააგენტოებს, აგრეთვე სხვა კომპანიაში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს. თითოეულ კომპანიას შეუძლია 3 გუნდის დარეგისტრირება. 

შეგახსენებთ, Cannes Lions-ის ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოში, პირველად, 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი კონკურსი წელს მერვედ იმართება. Პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge.

მიზანმიმართული ლიდერობის 5 პრინციპი

გრეის ჰოპერის ჯილდო 2022 – განაცხადების მიღება დაწყებულია