17
Apr
2015

ახალი ისტორიული ფურცელი საქართველოს მარკეტინგის და რეკლამის სფეროში! საქართველო კანის ფესტივალის რუკაზეა!

17 Apr 2015

cannes3 თვიანი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციასა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალს შორის ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ასოციაციას ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს ქვეყანაში იყოს ყველა კანის ფესტივალის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ოფიციალური წარმომადგენელი.

ფესტივალების ჩამონათვალი შემდეგია: Cannes Lions, Eurobest, Lions Health, Lions Innovation, Spikes Asia, Dubai Lynx, Asian Marketing Effectiveness and Strategy Awards

lvl1

ხელშეკრულების თანახმად ასოციაცია იზრუნებს ქვეყანაში აღნიშნული ფესტივალების პოპულარიზაციაზე, ქართველი პროფესიონალების საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართულობაზე და რაც მთავარია ყოველწლიურად შეძლებს ქვეყნის შიგნით ორგანიზება გაუწიოს ადგილობრივ ახალგაზრდა კანის ლომების ფესტივალს, რომლის გამარჯვებულებიც პირდაპირ გაემგზავრებიან კანში და ქვეყნის სახელით მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ შეჯიბრებაში.

იუსტიციის სასწავლო ცენტრიწელს საქართველომ მიიღო უფლება დიზაინის კატეგორიაში ჩაატაროს ადგილობრივი ფესტივალი და ქვეყნის საუკეთესო 2 კაცისგგან შემდგარი გუნდი კანის ფესტივალზე გააგზავნოს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობისათვის.
“ეს ისტორიული მოვლენა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა აღნიშნული თემის ირგვლივ საქართველოში მოქმედი და წამყვანი სააგენტოების გაერთიანება: 1. Leavingstone 2. Live Branding 3. TMG Marketing. 4. Windfor’s 5. Jwt Metro 6. Branding.ge 7. Betterfly 8. Abk 9. Saatchi & Saatchi 10. Holmes & Watson 11.GEPRA

სწორედ თითოეული ჩამოთვლილი სააგენტოს ჩართულობით და მხარდაჭერით ხორციელდება პირველი ფესტივალი. 25-26 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს თბილისში. “ – აცხადებს აკო ახალაია [ორგანიზატორი]

“ნებისმიერ დაინტერესებულ სააგენტოს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ფესტივალზე,  დრო ცოტაა და ამიტომ დროულად
უნდა დაგვიკავშირდნენ. სავალდებულოა კომპანია არსებობდეს და იყოს მოქმედი სააგენტო [არა კლიენტის მხარე]. 2 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს დიზაინერი მეორე კი კრეატიულ ნაწილზე პასუხისმგებელი. მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 28 წელს.

მართალია უშუალოდ ფესტივალზე მონაწილეობის უფლება მხოლოდ სააგენტოებს აქვთ, მაგრამ ნებისმიერ მოქმედ ბიზნესს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გახდეს პროექტის მხარდამჭერი”- აცხადებს ლევან ლეფსვერიძე [ორგანიზატორი]

შეგახსენებთ 25-26 აპრილს საქართველოს ისტორიაში ახალგაზრდა კანის ლომების ფესტივალი პირველად ჩატარდება, ოქროს ლომის მფლობელი გუნდი კი ინვისში კანში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგაზვრება და საკუთარ შესაძლებობებს მსოფლიოს საუკეთესოებს შორის მოსინჯავს!

პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი:
https://www.facebook.com/canneslionsgeorgia?fref=ts

განხილვა