in

Cannes Liones-ის მონაწილეებმა, მშობიარე ქალების დასაცავად, სოციალური კამპანია განახორციელეს

როდესაც სამანტა სალზანომ (DigitasLBi–ს Art დირექტორი) გასული წლის კანის ახალგაზრდულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სურდა შეექმნა სოციალური კამპანია დედის დღესთან დაკავშირებით და ამის სიმბოლოდ სტაფილოსფერი ვარდი ექცია. სამწუხაროდ, სალზანომ ფესტივალზე გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს წაგება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის საწყისი აღმოჩნდა.

ორგანიზაცია  Every Mother Counts(EMC)–მა სამანტასა და მის პარტნიორს თანამშრომლობა შესთავაზა. მათი ინიციატივით, შეიქმნა ახალი კამპანია, რომლის ამოცანაა უზრუნველყოს უსაფრთხო მშობიარობა. დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში, გადაიღეს ძალიან ემოციური ვიდეორგოლი, სადაც თბილი  ოჯახური ფოტოსურათებიდან მოულოდნელად ქრებიან დედები. ვიდეორგოლი სრულდება ჰეშთეგით  #EVERYMOMCOUNTS.

ორგანიზაციის განცხადებით, ის სოციალურ ქსელებში  ამ ვიდეოს ყოველ გაზიარებაზე 1$-ს გადაიხდის, რაც შემდეგ მოხმარდება მომავალი დედების საჭირო განათლებასა და მომზადებას. საბოლოო ჯამში, EMC–ს სურს მაქსიმალურად შეამციროს მშობიარობის დროს გარდაცვლილი დედების რიცხვი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ჩვენს ქვეყანაშიც ავღნიშნავთ და თაიგულებითაც ვანებივრებთ საყვარელ დედებს, კარგი იქნებოდა მას ჩვენთანაც უფრო სოციალური ხასიათი შეეძინა.

 

 

დახლზე მოფართხალე გაყინული თევზები Mila-სგან

როგორ დაიწყო ქვის ხანის ადამიანისა და ძაღლის მეგობრობა?! – იხილეთ Pedigree-ს რეკლამაში