in ,

2017 წლის „კანის კრეატიული ფესტივალისთვის“ Adidas-ის პროგრამა ცნობილია

21 ივნისს, კრეატიულობისა და გამომგონებლობის პანელდისკუსიაზე, „ადიდასის“ კრეატიული დირექტორი პოლ გაუდიო – ბრენდის კოლაბორატორებთან, ალექსანდერ ვანგთან, სტენ სმითსა და Johannes Leonardo-ს კრეატიულ დირექტორ ფერდინანდო ვერდერთან ერთად – ისაუბრებს თემაზე, რას ნიშნავს, იყო კრეატორი და განიხილავს, რა გავლენას ახდენს კოლექტიური მახსოვრობა, საზოგადოება და კულტურა Adidas-ზე, როგორც ნამდვილ კრეატორ ბრენდზე.

22 ივნისს, „ადიდასი“ მონაწილეობას მიიღებს მუსიკისა და ბრენდინგის პანელდისკუსიაში  “101 Great Minds”, რომლის თემაც იქნება მუსიკის მნიშვნელობა ბრენდის მარკეტინგში. „ადიდასის“ გლობალური კომუნიკაციების დირექტორი – ჯენი ფემი და გლობალური პიარისა და სოციალური მედიის დირექტორი – სილვია კალიგერი ისაუბრებენ Adidas-ის სტილსა და ტრენდულ მარკეტინგზე. პანელს გაუძღვება აკუსტიკური ბრენდინგის ექსპერტი ული რიზი და წარმოადგენს, როგორ შეუძლია მუსიკას, პოპკულტურაში ჩაძირულ ბრენდებს დაეხმაროს.

ასევე, 8 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ადიდასის“ გლობალური კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტი, ალეგრა ო’ჰარე, კანის 64-ე საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე, იქნება – Creative Effectiveness – კატეგორიაში, ჟიურის წევრი.

გასულ წელს, Adidas-ის კრეატიულმა კამპანიებმა, ო ჰარეს ხელმძღვანელობის ქვეშ, კანის ლომების არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

ალეგრა ო’ჰარე: „ადიდასისთვის არის დიდი პატივი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კოლექტიური ღონისძიების, კანის კრეატიული ფესტივალის ცენტრალურ ნაწილში უწევს ყოფნა და ჩვენ აღტაცებულები ვართ და თავს დაფასებულად ვგრძნობთ, რადგან ვართ ამ ღონისძებისა და ისეთი საზოგადოების ნაწილი, რომელიც კულტურისა და კრეატიულობის ფორმირებას ახდენს და ახალი თაობის კრეატორებისთვის ხდება შთაგონების წყარო“.

Adidas Originals – არის სპორტული ბრენდი და ათლეტების ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გლობალური დიზაინერი, რომელიც 2001 წლიდან არსებობს.

Menu Group – სწრაფი მიტანის სერვისი და სისტემა, რომელიც 1000-მდე ობიექტს აერთიანებს

ცალი თვალით სმარტფონში! – Movistar-ის პრინტ კამპანია საჭესთან ტელეფონის გამოყენების წინააღმდეგ