in ,

3 მნიშვნელოვანი სიახლე ქართული აუდიტორიისთვის Cannes Lions 2018-ზე!

27 ნოემბერს, ლონდონში, კანის კრეატივის ფესტივალის წარმომადგენელთა რიგით 65-ე შეკრება გაიმართა, სადაც შეაჯამეს განვლილი წელი და შეიმუშავეს მომავალი წლის სტრატეგია. როგორც ფესტივალის პრეზიდენტი, ფილიპ ტომასი და მმართველი დირექტორი, ჟოზე პაპა იუწყებიან, 2018 წლის ფესტივალი იქნება საუკეთესო, რადგან ძალიან ბევრი სიახლეა დაგეგმილი როგორც ფესტივალის დღეების რაოდენობასთან, ისე კატეგორიებსა და ჯილდოების მოპოვების სტრუქტურასთან დაკავშირებით. „მედიის ლანდშაფტი იცვლება და შესაბამისად, იცვლება კანის კრეატიული ფესტივალიც. გვინდა, რომ ფესტივალი იყოს კრეატიულობის ორიენტირი“, – ფესტივალის ორგანიზატორები.

იმ ცვლილებებზე კი, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ქართული აუდიტორიისთვის, მარკეტერს ანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ლევან ლეფსვერიძე ესაუბრა:

  • პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეამცირეს ქვეკატეგორიების რაოდენობა 120-ით. ასევე, ერთ ნამუშევარს მაქსიმუმ, 6 კატეგორიაში აქვს წარდგენის უფლება. ამიტომ, 2018 წელს გვექნება ქვეკატეგორიების მცირე რაოდენობა, უფრო მეტად სამართლიანი შედეგებით.
  • იმის გამო, რომ „კანის კრეატიული ფესტივალი“ ინდუსტრიას უწყობს ფეხს, გარემოში ცვლილებების შესაბამისად, ფესტივალს დაემატა ახალი კატეგორიები:

Creative eCommerce Lion – Social and influencer Lion კრეატიული სოციალური აზროვნება და სტრატეგიულად გავლენიანი (ინფლუენსერი) მარკეტინგული გადაწყვეტილებები. მაგალითად, Social Influencer-ები, რომლებსაც ინსტაგრამზე ბევრი Follower-ი ჰყავთ და იმათი გამოყენებით აგებული კამპანია. წელს, მაგალითად ინფლუენსერ კამპანიას ვერ წარადგენდი.

The Industry Craft Lion – შემოქმედებითი ოსტატობის, ნიჭისა და გამოცდილების გამოყენებით, ლამაზად შესრულებული კრეატიული გადაწყვეტების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა. ამ კატეგორიას Craft-ს კიდევ ერთი შესაძლებლობა დაემატა. ადრე, „ქრაფთინგით“ მხოლოდ ფილმისა და პრინტის ნამუშევრები ფასდებოდა, თუმცა 2018 წლის კანის ლომების ფესტივალზე გარეთ შესრულებულ ინსტალაციებს, ახლებურ კამპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ამ კატეგორიაშიც წარადგინონ ნამუშევრები.

Sustainable Development Goals Lion – ამ კატეგორიაში წარდგებიან ნამუშევრები, რომლებიც ერთსულოვნად იქნება დაკავშირებული გაეროს 17 გლობალურ მიზანთან.

Brand Experience & Activation Lion
– დიზაინის, აქტივაციის, საცალო ვაჭრობის, მომხმარებელთა ჩართულობის გამოყენება. ყველა იმ ხელშესახები წერტილის ჩვენება, რამაც ხელი შეუწყო ბრენდის მიმზიდველობისა და კომერციული წარმატების გაზრდას.

  • მესამე, რაც თუნდაც, ფინანსების მხრივ, ასევე, ძალიან მნიშნელოვანია – წინა წლებისგან განსხვავებით, 2018 წლის „კანის კრეატიული ფესტივალი“ 8 დღის ნაცვლად, გასტანს 5 დღეს, 18-დან 22 ივნისის ჩათვლით.

რაც შეეხება Young Lion-ების ადგილობრივ შესარჩევ კონკურსს, ცოტა უფრო გამკაცრებულია და შეიძლება ახალი ფორმატი შემოგვთავაზონ, თუმცა ეს დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. რაც ვიცით, არის ის, რომ საქართველოს უფლება აქვს, ისევ 5 კატეგორიაში ჩაატაროს კონკურსი. ჩვენთვის კარგი და ასევე, მნიშვნელოვანი რაც არის, ოფიციალურ შეხვედრაზე, კანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ისევ სამაგალითოდ უძღვება და ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორია Young Lions Local Contest-ში. 

#თაობა: #ZAZA – შანსი, რომ ფოლკის შექმნა დავიწყო, მეტია, ვიდრე ტექნო მუსიკის!

სჭირდება თუ არა ბიზნესის დაწყებას „ბევრი ჩალიჩი“? კომპლექსური საყოფაცხოვრებო მომსახურება Dream Service