24
აპრ
2018

კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე რეგისტრაცია დაიწყო – „ჩვენ გეძებთ შენ!“

24 აპრ 2018

Cannes Lions 2018-ის“ ახალგაზრდულ ფესტივალზე რეგისტრაცია დაიწყო! 5-დან, პირველ 4 კატეგორიაში: PRINT, DESIGN, CYBER და FILM მონაწილეობისთვის საჭიროა, იყოთ მოქმედი სააგენტო. რაც შეეხება Marketers-ის კატეგორიას, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირება:

1. PRINT – https://goo.gl/forms/4pIghLN0JIMinyCe2
2. DESIGN – https://goo.gl/forms/xLWwQazcCm212pSK2
3. CYBER – https://goo.gl/forms/DbJtkaHmooygR1dl2
4. FILM – https://goo.gl/forms/4ERyFZeJFDvq3hdR2
5. Marketers  https://goo.gl/forms/nGd4YCvZ0aQ2Zdq93
„გთხოვთ, რეგისტრაცია დაასრულოთ დათქმულ დროს – 2 მაისამდე. თუ ამ დროისათვის არ გეყოლებათ გუნდები დაკომპლექტებული, შეგიძლიათ, შეავსოთ მხოლოდ სააგენტოს/კომპანიის სახელით და მონაწილეების სახელებისა და გვარების ველში ჩაწეროთ TBA, რათა ზუსტად ვიცოდეთ გუნდების რაოდენობა, ხოლო მონაწილეთა ვინაობა არ იქნება საჩქარო კონკურსის ჩატარებამდე 2 დღით ადრე“, – კანის ახალგაზრდული ფესტივალის წარმომადგენლობა საქართველოშიCannes Lions Georgia.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

  • კონკურსანტი უნდა იყოს არაუმეტეს 30 წლისა, ანუ დაბადებული 1987 წლის 25 ივნისის შემდეგ;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. საბოლოო ნამუშევრები ინგლისურ ენაზე ბარდება (ადგილობრივი ჟიურის გარდა კონკურსს ჰყავს საერთაშორისო სარეკლამო ბაზარზე მოღვაწე მოწვეული ჯიურის წევრები);
  • გუნდი შედგება 2 ადამიანისგან, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ დამსაქმებელ კომპანიას;
  • თითო გუნდს/ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები სხვადასხვა დროს იმართება;
  • ბეჭდური რეკლამის, ვიდეო რეკლამის, დიზაინის და ციფრული კამპანიის კონკურსებში მონაწილეობა ფასიანი და განისაზღვრება 150 ლარით თითო გუნდზე. ACAG-ს (საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია) წევრ სარეკლამო კომპანიებს უფლება აქვთ უსასყიდლოდ წარადგინონ თითო გუნდი თითოეულ კატეგორიაში;
  • ახალგაზრდა მარკეტერის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას უსასყიდლოდ;
  • კონკურსში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის;

კონკურსი გაიმართება 2018 წლის 11-13 მაისს. პროექტის პარტნიორია TBC – თიბისი და SOCAR Georgia Petroleum. 

განხილვა