in

ქართველი დელეგატები Cannes Lions 2018-იდან: „ფესტივალი გაძლევს ყველაფერს! რას წამოიღებ, ეს უკვე შენზეა“

24 ივნისს, კანის 65-ე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა და კრეატივის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, შემოქმედებითი ინდუსტრიის ჩემპიონატზე საქართველო კიდევ ერთხელ, წელს უკვე მეოთხედ დაფიქსირდა. რა მოხდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფესტივალზე? როგორია კანის ოფიციალური წარმომადგენლების უკუკავშირი Cannes Lions 2018-ზე? რას ამბობენ ქართველები და როგორია მათი შთაბეჭდილებები? – შევეცდებით, გაგიზიაროთ ის მნიშვნელოვანი ემოციური, ინფორმაციული თუ ინოვაციური სიახლეები, რაც კანში ყოფნისას გადახდათ მათ თავს:

ლევან ლეფსვერიძე, Cannes Lions-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: სამწუხაროდ, წელს, ყმაწვილლომებმა საპრიზო ადგილები ვერ დაიკავეს, თუმცა 10-ვე კონკურსანტმა მიიღო ძალიან კარგი გამოცდილება. მათი უმრავლესობა პირველად იყო კანში და მიიღეს უდიდესი ინსპირაცია, გაიცნეს კოლეგები და გაიგეს, რომ იქ, მსგავს სააგენტოებში რაღაცები ისე არის, როგორც საქართველოში, რაღაცები კი, სასწავლი გვაქვს. „წლევანდელი კანი მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო პირველი ქართული ჟიური – ავალა (გიორგი ავალიანი) და თავისი ექსტრაორდინალური ჩაცმულობით – ვარდისფერი ჩოხით მიიპყრო ძალიან დიდი ყურადღება – თითქმის ყველამ გაიგო, რომ საქართველო არის ასეთი და ჭკვიანური აზრებითაც, ცნობადობა გაუზარდა ქვეყანას საკმაოდ პროფესიულ წრეებში. მოკლედ, წელს, საქართველო ოდნავ უფრო მეტად დაფიქსირდა შემოქმედებითი სფეროს პროფესიულ წრეებში, ვიდრე მანამდე“, –  ლევან ლეფსვერიძეგიორგი ავალიანი, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი: კანში სხვადასხვა ამპლუით ვყოფილვარ: როგორც ახალგაზრდა ლომი, დიდი ბოკვერი – შეჯიბრის მონაწილე, უბრალოდ, შეზარხოშებული ახალგაზრდა, რომელიც დაიარებოდა ხოლმე კანის სანაპიროზე და წელს უკვე, საკმაოდ საინტერესო იყო ფარდის იქით შეხედვა ერთი თვალით და იმ პასუხისმგებლობის აღება, რაც ნიშნავს დიდებული შეოქმედებითი ნამუშევრების შემოწმებასა და მათ დაჯილდეობას.

უკიდურესად შთამბეჭდავი იყო იაპონური კრეატიული გიგანტის, სააგენტო „ჰაკუჰოდოს“ ორგანიზებული სემინარი, რომელსაც კენტარო კიმურა უძღვებოდა და სონის წარმომადგენელთან ერთად, საუბრობდა რობოტზე, როგორც ეროვნულ ტრადიციაზე. დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც რობოტები პოზიციონირებულები არიან, როგორც მტრული ძალები, იაპონიაში პირიქით, მულტფილმებიდანვე, ბავშვებმა იციან, რომ რობოტები არიან დამხმარეები, ადამიანების მეგობრები  და სწორედ ამას გაუსვეს ხაზი სემინარზე. „სონიმ“ წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი ძაღლი, რომლის აღზრდა და ხასიათიც არის დამოკიდებული იმაზე, რა გარემოშიც ტრიალებს.

მირიან ჯუღელი, BOG-ის ციფრული კომუნიკაციების დირექტორი: მგონია, რომ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო ადგილია. ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, კონტაქტები გავცვალეთ და კონკრეტული გეგმებიც დავსახეთ.

ფესტივალზე განსაკუთრებით ის იდეები და გამომსვლელები მომეწონა, რომლებიც „მარტივები“ იყვნენ და „მარტივ“ თემებზე საუბრობდნენ. მაგალითად, ძალიან მომეწონა დეივიდ დროგას გამოსვლა, რომელმაც ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ნახატის აუქციონისთვის რეკლამა გააკეთა – ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების ემოციები, რომლებიც გალერეაში ამ ნახატს უყურებდნენ; ან მაგალითად, პალაუს ფიცი – ასევე საკმაოდ „მარტივი“ იდეა, რომლითაც კუნძულ პალაუზე ჩასულ ადამიანს პასპორტში ვიზის ჩარტყმის დროს ხელს აწერინებენ, რომ ისინი პატივისცემით მოეკიდებიან კუნძულის ბუნებას და არ დააზიანებს მას. ასევე „მარტივი“ და გენიალური იდეა იყო Tide-ს სუპერ თასის რეკლამა, რომლის თანახმადაც, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ყველა რეკლამა, ძალაუნებურად, Tide-ს რეკლამაა, რადგანაც გმირებს სუფთა ტანსაცმელი აცვიათ.თეიკო ლომინაძე, East Point-ის მარკეტინგის დირექტორი: ეს არის გამოცდილება, რომელიც ჩვენი პროფესიის ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა მიიღოს! შემოქმედებითი ზეიმი, რომელიც იგრძნობა მთელი ფესტივალის მანძილზე. კანის ფესტივალი გაძლევს ყველაფერს და ამ ყველაფრიდან რას წამოიღებ, ეს უკვე შენზეა. ფესტივალის პროცესში თითქოს ახალი ენერგიით, ძალითა და იდეებით ივსები და შენი მოტივაცია, რაიმე ახალი და მაგარი გააკეთო, უმაღლეს ნიშნულს აღწევს.

Bozoma Saint John (uber) – ამ ქალმა სტერეოტიპები დამინგრია და მაჩვენა, როგორი მრავალფეროვანი, საინტერესო და თან ულიმიტოა ჩვენი პროფესია. Angela Ahrendts-ის (apple) სესიამდე კი ვფიქრობდი, რომ ეფლის ყველაზე მნიშვნელოვანი – ოქროს პერიოდი განვილილი იყო და ინერციით მიდიოდა კომპანია, თუმცა ანჯელას გამოსვლის შემდეგ აზრი აბსოლუტურად შემეცვალა და ახლებურად დავინახე კომპანია. ფესტივალზე, ასევე, დავესწარი ჩემი ბავშვობის icon Naomi-ს სესიას.თამარ ნიკოლეიშვილი, საქართველოს ბანკის სოციალური მედიის სამსახურის უფროსი: „კანის კრეატივის ფესტივალის გაცნობა დევიდ დროგას მოსმენით დავიწყე და მეგობრებს ვუზიარებდი შთაბეჭდილებას, აქ უკეთესს ვერაფერს მოვისმენ-მეთქი, მაგრამ „მეც მწარედ მომატყუეს“: მრავალფეროვანი თემები, სარეკლამო ინდუსტრიის ლომები, მარკეტერები,  რომლებად ყოფნაზეც შეიძლება, გიოცნებია და ადამიანები, რომლებიც პირველად, სავარაუდოდ, 90-იანებში, შავ-თეთრი ტელევიზორის ეკრანზე გყავს ნანახი და დღესაც საუკეთესოები არიან. ყოველდღიურად, 50-ზე მეტ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას შორის გიწევს არჩევანის გაკეთება და აპლიკაციით შეიარაღებული დარბიხარ ერთი სივრციდან მეორე სივრცეში, რომ არაფერი გამოგრჩეს, რაც შეუძლებელია“.„რაც შეეხება ვარსკვლავებს, რომლებიც ასეთი ფესტივალების სხვებისთვის შესახარბებელი ნაწილია, კონანო ბრაიანის, დევიდ შვიმერის, თენდი ნიუტონისა თუ სხვა ვარსკვლავების მოსმენის გარდა, კანის ფესტივალმა და ეროვნულმა წარმომავლობამ იმის შესაძლებლობაც მომცა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი საქართველოში დამეპატიჟებინა და პირობაც ჩამომერთმია, რომ შემდეგ წელს St. Vincent-ი, როგორც მანვე აღნიშნა, სახელმწიფო და არა შტატ Georgia-ში იმღერებს“, – თამარ ნიკოლეიშვილი.„ჩამოვედი შემართებით, მაქსიმალურად მოტივირებული, რომ ერთდროულად ჩემთვის, კომპანიისთვის, ქვეყნისა და საერთოდაც, სამყაროსთვის სასარგებლო რაღაცების კეთება საქართველოს ბანკიდანაც შეიძლება და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

უსაინტერესოესი იყო, მაგალითად, Burger King-ის Talk-ი “The Rise of Hackvertising“, რომელზეც Burger King-ის მარკეტინგის ჯგუფისა და პარტნიორი სააგენტოს „სიამტკიბლობის“ შემშურდა. როცა სააგენტო და დამკვეთი „ერთ ტალღაზე“ არიან, თურმე შესაძლებელია, სრული სიგიჟეები აკეთო. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის Scary Clown Night ან King Popcorn სპეციალურად პერუს კინოთეატრებისთვის, სადაც კინოთეატრის ბარში გაყიდვადი პროდუქტების გარდა, კინოში სხვა საკვები პროდუქტების შეტანა აიკრძალა. Burger King-მა ამ აკრძალვას დაუპირისპირა „პოპკორნით სავსე“ ყუთი, რომელშიც პოპკორნის ქვეშ ბურგერ მენიუ იყო ჩამალული. ასევე, ეს დღეები დავდივარ და ყველას ვუზიარებ National Down Syndrome Society-ს კამპანიას – C21, დროგას The last of Da Vinci-ს, Go Gentle Australia-ს Stop the Horror-ს და სხვა ემოციურ კამპანიებს, რომლებიც, ვფიქრობ, დაგუგლვად ღირს“, – თამარ ნიკოლეიშვილი.

„კანის ფესტივალი, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ თვალსაწიერს გიფართოებს და აზროვნების მასშტაბებს გიზრდის, საკუთარი შესაძლებლობის რწმენისთვისაცაა. როცა ხედავ, რომ არსებობენ უკარგესი ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ წყნარ ოკეანეში არსებული საფრანგეთის ზომის ნაგვის გროვა გაერომ ოფიციალურ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, რათა სხვა სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა მასზე აიღონ, შემდეგ ეს ადამიანები კამპანიის ფარგლებში ქმნიან სახელმწიფოს სიმბოლიკას Trash Isles-თვის და ამ სახელმწიფოს მოქალაქედ რეგისტრირდება 200 ათასი ადამიანი, ხვდები, რომ შენც ყოვლისშემძლე ხარ და ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია“, – თამარ ნიკოლეიშვილიელისაბედ ლორთქიფანიძე, Hard Rock Cafe Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: სანამ პირადად არ დაესწრები კანის ლომების ფესტივალს რთულია, წარმოიდგინო ის, რაც აქ ხდება. მთელი ქალაქი მოცულია ფესტივალით, ყველა საგამოფენო სივრცე, თითქმის ყველა რესტორანი თუ ბარი, ზღვისპირა კლუბები – ყველა ერთად ხდება ამ მოვლენის მონაწილე.5 დღის განმავლობაში ვუსმენდი იმ ადამიანებს პირადად, ვის ქეისებსაც ონლაინ თუ წიგნში ვკითხულობ. ის, რაც წარმოუდგენელი გგონია, ფესტივალის ბოლოს უკვე ჩვეულებრივი რამ ხდება – ვის გირჩევნია მოუსმინო google-ის წარმომადგენელს? apple-ს? loreal-ის CMO-ს? BBDO-ს? Youtube-ს CEO-ს? Vogue-ის რედაქტორს? ან თუნდაც, შენს საყვარელ მსახიობს ან მოდელს?! გამომსვლელების სია ძალიან გრძელია და ბოლოს, იმდენად განებივრებულად გრძნობ თავს, რომ თავს აძლევ უფლებას, გააკრიტიკო, თუდაც, Youtube Music-ის გლობალური უფროსი იმის გამო, რომ მხოლოდ იმას ყვება, როგორი მაგარია. კანში ხომ მხოლოდ თავიანთ წარმატებაზე არ საუბრობენ, აქ თავიანთ შეცდომებსაც გვიზიარებენ.

განსაკუთრებულად გამოვყოფდი სამსუნგის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელ Younghee Lee-ს, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გადავიდა ტექნოლოგიებში და დაგვისაბუთა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები არის კრეატიულობის გადამრჩენი და არა – დამღუპველი.

კანის ლომების ფესტივალმა მომცა – Inspirational Experience – შთაგონებითა და მოტივაციით აღსავსე გამოცდილება, რომელიც კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ველაზე მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ.

სასტუმროს ტექნოლოგიები – ინტეგრირება წარმატებისთვის

“რამე კაი ფილმი მირჩიეთ!” – ქართული ინტერნეტ პორტალი Rasvuyuro.ge