6
Feb
2019

რა საკვანძო თემები იქნება განხილული Cannes Lions 2019-ზე?

6 Feb 2019

კანის კრეატიული ფესტივალის მთავარი თემები ცნობილია – ათი საკვანძო საკითხი, რომელიც 2019 წლის კანის კრეატიულ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. თემების ჩამოყალიბებაში კრეატიული ინდუსტრიის ცხრაასმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ კი, ასეთი ჩამონათვალი გამოვიდა:

ბრენდები კულტურაში

როგორ შეუძლიათ ბრენდებს ჩაერთონ სოციალურ-კულტურულ საკითხებში და გაზარდონ მომხმარებელთა ჩართულობა ამ თემებში?
რა შეგვიძლია ვისწავლოთ კრეატიული ბრენდებისგან, რომ შევაღწიოთ თაობასთან, რომელიც რეკლამას ირიდებს თავიდან?
როგორ ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც კულტურის განვითარების პარალელურად შეძლებს შესაბამისი კონტენტის შექმნას?

სთორითელინგის გადაფასება

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ინოვაციური პლატფორმები ტრადიციული ამბების გადმოსაცემად?
რომელი დიდი, მნიშვნელოვანი და გამბედავი ამბები გახდა პოპულარული ერთდროულად რამდენიმე არხის საშუალებით?
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ხელოვანებისგან, კრეატორებისგან, მწერლებისგან, მუსიკოსებისგან და რეჟისორებისგან, რომლებიც ჩვენთვის დასამახსოვრებელ მოგონებებს ქმნიან?

რამდენად ღირებულია კრეატივი?

ბრენდის ხანმოკლე გააქტიურება გრძელვადიანის წინააღმდეგ: როგორ შეგვიძლია სერიოზული ცვლილების გამოწვევა მცირე ბიუჯეტით?
როგორ შეგვიძლია რეალური კონკურენტული უპირატესობის მოპოვება და რას აკეთებენ მსოფლიოს ყველაზე კრეატიული ორგანიზაციები, კრეატივის ღირებულების გასაზრდელად?

ინკლუზიის, თანასწორობისა და განსხვავებულობის გააზრება

როგორია ინკლუზიური კრეატიული და მმართველი გუნდი? რა გავლენას ახდენს ეს შემოქმედებით შედეგზე?
რა არაცნობიერი ფაქტორები გვაბრკოლებს და არიან სააგენტოები თავიანთი ბუნებით რასისტული, ჰომოფობიური ან სექსისტური?
რას აკეთებენ ყველაზე კრეატიული კომპანიები სტერეოტიპების დასამსხვრევად? რას მიაღწიეს კონკურენტული, ინოვაციური და ფინანსური თვალსაზრისით?

შემოქმედებითი ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან პერსპექტივას

როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მაქსიმალური კრეატივი არსებულ სამუშაო გარემოში? სად იქნებიან ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ორ, ხუთ ან ათ წელიწადში?
უფრო სწრაფი, უკეთესი და იაფი: როგორ მოვიპოვოთ ეს სამი ერთად, სიჩქარისა და ეფექტურობის ეპოქაში?

გამარჯვება ციფრული ეკონომიკის პირობებში

როგორია საუკეთესო ციფრული ტრანსფორმაცია და როგორ შეგვიძლია ამ მიმართულებით გავიკვალოთ გზა?
როგორ გამოვიყენოთ მონაცემები მომხმარებლების საჭიროებების გასაგებად?
როგორ შეიძლება, ალგორითმების საშუალებით, გავიდეთ პირდაპირ მომხმარებლამდე? რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან?

კრეატიული სტრატეგია – როგორ დავიმეგობროთ უკმაყოფილო მომხმარებელი

როგორ შეიძლება მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით კამპანიის შექმნა, რაც ბრენდს რეალურ გარღვევამდე მიიყვანს?
ბრწყინვალე იდეები და სტრატეგიები, რაც საუკეთესო ნამუშევრებში ჩანს…

ბრენდის მისიის ახალი წესები

რა როლი აქვს ბრენდის აქტივიზმს პოლარიზებული სოციუმის პირობებში?
რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის მიზანი მილენიალებისა და მომავალი თაობებისთვის და როგორ იქმნება ბრენდები, რომლებიც ეთიკურ პრინციპებზეა დაფუძნებული?
ზედმეტად ხომ არ ვართ ფოკუსირებული მიზანზე, რასაც, როგორც წესი, კრეატივი ეწირება ხოლმე?

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა

როგორ შევქმნათ ისეთი ერთიანი გზა, რომ არ იგრძნობოდეს, როგორ მთავრდება ერთი კამპანია და იწყება მეორე?
რა პოტენციალი აქვს Voice და 5G ტექნოლოგიას და როგორ შეგვიძლია ამ პოტენციალის გამოყენება მაქსიმალური შედეგის მისაღებად?
როგორ ვაქციოთ რეალობად ლამაზი იდეა?

ნდობა, ეთიკა და გამჭვირვალობა

რა შეიძლება ვისწავლოთ კონკურენტი ბრენდებისგან?
პროფესიონალიზმი მონაცემთა კონფიდენციალობის ეპოქაში… როგორ დავრჩეთ აქტუალურები და ამავდროულად, არ “დავესხათ თავს” მთელ მსოფლიოს?
ევოლუცია ინფლუენსერების სამყაროში: ისევ ექნებათ მათ საზოგადოების ნდობა, უახლოეს მომავალში?

კანის კრეატიული ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის, ყოველწლიურად, საფრანგეთის ქალაქ კანში იმართება. რამდენიმე დღის განმავლობაში, აქ თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები და ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე, კომპანიები და სააგენტოები. ფესტივალის ფარგლებში, იმართება ახალგაზრდული კონკურსები, დაჯილდოება, ტრენინგები, ვორკშოპები და გასართობი აქტივობები. წლევანდელი ფესტივალი 17-21 ივნისს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კანის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი საქართველოში 2015 წლიდან ტარდება.

განხილვა