17
Jun
2019

ფესტივალი, რომელიც კანში ვერ ეტევა!

17 Jun 2019

დღეს, კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის კარი 66-ედ გაიღო, რაც ნიშნავს, რომ ფესტივალის დელეგატებსა თუ მონაწილეებს, წინ 5 დღიანი სწავლის, შთაგონებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობები ელოდებათ.

წლევანდელი ფესტივალის მოცულობა და მრავალფეროვნება – სასცენო გამოსვლებიდან ნამუშევრებამდე – შემოქმედებითობის გლობალურ ხასიათსა და კანის ლომების მუდმივად მზარდ საზოგადოებას  წარმოაჩენს. ინდუსტრიის თითოეული კუთხიდან ახლა იმისთვის მოდიან, რომ გაიგონ, შემოქმედებითობის ძალას როგორ შეუძლია მათი ბიზნესის შენება და მომავლის განვითარება, – ფილიპ ტომასი, კანის ლომების თავმჯდომარე.

ფესტივალის 300-ზე მეტი სესია ისეთ საკითხებსა და ტრენდულ თემებს ეხება, რომელიც ინდუსტრიასა და ზოგადად, მსოფლიოზე ახდენს გავლენას. გლობალური ვარსკვლავები, აზრის ლიდერები, პოლიტიკური ინფლუენსერები და აკადემიკოსები, შემოქმედებითი ინდუსტრიის ისეთ ლეგენდებთან ერთად მსჯელობენ, როგორებიც არიან: დევიდ დროგა, Droga5-ის დამფუძნებელი, სერ ჯონ ჰეგარტი, The Garage Soho-ს დამფუძნებელი და მადონა ბედჯერი, Badger & Winters-ის აღმასრულებელი კრეატიული ოფიცერი.

დღეს, სპიკერებში წარმოდგენილები იყვნენ: მომღერალი მაქს რიხტერი, მსახიობები: კერი უაშინგტონი და ჯეფ გოლდბლუმი, პროდიუსერები: შონდა რაიმი და კენია ბარისი. მომღერლები: ტომ ოდელი და ვაიკლეფ ჯინი, რომლებიც Palais Terrace Stage-ზე ლაივით წარდგნენ.

მრავალფეროვნება, ინკლუზია და კულტურა ფართოდ განიხილება სესიებში, როგორიცაა: „ხელოვნების განსაზღვრა + აქტივიზმი“ – ოსკარის მფლობელ რეჟისორთან, ალფონსო კუარონსა და აქტივისტ აი-ჯენ პუსთან ერთად. ჯონ ლიჯენდი გრემის ჯილდოს მფლობელი, მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და აქტივისტი Procter & Gamble-ის აღმასრულებელ ბრენდის ოფიცერთან, მარკ პრიტჩარდთან ერთად 19 ივნისს, ისაუბრებს თემაზე: „შემოქმედებითობის ხელახალი წარმოდგენა სიყვარულისა და ადამიანობის გავლით“ – რომელსაც ლიჯენდის ცოცხალი შესრულება მოჰყვა.

30 000-ზე მეტი კრეატიული ნამუშევარი, 89 ქვეყნიდან, 27 განსხვავებული შემოქმედებითი დისციპლინა, 400-ზე მეტი ჟიურის წევრი, 50 ქვეყნიდან და 5 დღე, რომლის განმავლობაშიც, ნამუშევრები გლობალური შემოქმედებითობისა და ეფექტურობის ნიშნით შეფასდება. მათ შორის ქართული ნამუშევრებიც, რომლებიც ფესტივალზე გაიგზავნა თუ იქ, ადგილზე უნდა შეიქმნას.

კანის ფესტივალს ვალდებულება აქვს, რომ კრეატიული ინიციატივებით, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოზე. ფესტივალი მხარს უჭერს გაეროს გლობალური მიზნების მდგრად განვითარებას და ეხმარება, რომ ისინი რეალობად იქცეს.

1954 წლიდან, ყოველწლიურად, კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი გლობალური შემოქმედებითი ინდუსტრიის შეკრების ადგილს წარმოადგენს.

View the full Festival programme here.

განხილვა