30
Jan
2019

რა სიახლეებია 2019 წლის Cannes Lions-ზე?

30 Jan 2019

კანის ლომების ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა წლის განმავლობაში. 2019 წელს კანის კრეატიული ფესტივალი სამოცდამეექვსედ, ტრადიციულად, საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ კანში ჩატარდება. რა სიახლეებია კანის წლევანდელ ფესტივალზე?

ფესტივალს წელს ორი ახალი ლომი დაემატება:

კრეატიული სტრატეგიის მიმართულებით (Creative Strategy Lions) – “იდეა იდეის მიღმა”, რომელიც ბრენდის განსაზღვრაში სტრატეგიულ დაგეგმარებას მოიცავს.
სპორტული მიმართულებით (Entertainment Lions for Sport), რაც მოიცავს გულშემატკივრობის კულტურას, ასევე სპორტისა და კიბერსპორტის როლს საზოგადოებასა და ბრენდებს შორის კომუნიკაციაში.

მაქსიმალური შესაძლო ნომინაცია

თუკი, ჯერ კიდევ, 2018 წელს, ერთი კამპანიით მაქსიმუმ ექვს ლომზე გექნებოდათ პრეტენზია, ახლა ცალკე Titanium Lion-ისთვისაც შეგიძლიათ იბრძოლოთ.

ახალი კატეგორიები

2019 წელს განახლებაა კატეგორიებშიც:
Culture & Context-ის სექცია, რომელიც გამოარჩევს ლოკალურ კამპანიებს კულტურული ინსაითებითა და სპეციფიკური ფოკუსით.
ახალი კატეგორიები ბიზნესის ტრანსფორმაციის მიმართულებით.
Radio&Audio-ს Native Advertising დაემატება.
Promotional Content for Publishers & Networks – მედიისთვის ან მედიის მიერ შექმნილი ნამუშევარი.
Product Design-ის ნაცვლად, იქნება ჯილდოები Innovation და Design მიმართულებით.

შეფასება ცოცხალ რეჟიმში

კატეგორიებში Creative Strategy Lions, Innovation Lions, Titanium Lions და Glass: The Lion for Change მოკლე სიაში მოხვედრილი მონაწილეები ჟიურისა და დელეგატების წინაშე ცოცხალ რეჟიმში წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

საქველმოქმედო და არაკომერციული ნამუშევრები ცალკე შეფასდება ფესტივალის განმავლობაში.

განხილვა