20
Mar
2019

„კანის ლომები 2019“-ის ახალგაზრდული კონკურსის თარიღები ცნობილია!

20 Mar 2019

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2019”-ის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი, თბილისში, 12-14 აპრილს ჩატარდება.

„12 აპრილს, საღამოს, მონაწილე გუნდები, თავიანთ კატეგორიებში მიიღებენ „ბრიფს“ და მუშაობას შეუდგებიან. პრინტის, დიზაინის, დიჯითალისა და მარკეტერის კატეგორიის კონკურსანტებს 24 საათი ექნებათ ნამუშევრების ჩასაბარებლად, ფილმის კატეგორიის კონკურსანტებს – 48საათი. შემდეგ, 3 დღის განმავლობაში, მათ ადგილობრივი და უცხოელი ჟიურის წევრები შეაფასებენ და თითოეულ კატეგორიაში საუკეთესოებს გამოავლენენ. წელს უფრო მეტი სააგენტოს ჩართულობას და ძლიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდებს ველოდებით. დაე, მართლაც საუკეთესომ გაიმარჯვოს, რომ შემდეგ, უკვე მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესოს ტიტული დავიმსახუროთ“, – ამბობს კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი მელი ბაღდავაძე. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაციის თარიღები და პროცედურები, რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

Cannes Lions-ის ახალგაზრდული ფესტივალი, საქართველოში, პირველად, 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი წარმომდგენლობის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

განხილვა