in

Cannes Lions ყველასთვის უფასოდ!

„შემოქმედებითობას ვერაფერი შეაჩერებს“ – ამ მოტივით იმართება წლევანდელი Cannes Lions-ის ფესტივალი და ახალი თაობის გლობალურ ონლაინ შეჯიბრებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც გიზიარებთ:

22-26 ივნისს, კანის კრეატიული ფესტივალის ორგანიზატორების მიერ, საგანმანათლებლო და შთამაგონებელი პლატფორის, Lions Live მეშვეობით, სხვადასხვა აქტივობაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

LIONS Live – ციფრული გამოცდილებაა, რომლითაც ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხედვით ცვლიან მსოფლიოს, გამოცდილებას გაგვიზიარებენ, სფეროს ექსპერტები თავიანთ პერსპექტივებს დაგვანახებენ, თუ რა იქნება შემდეგი, დავესწრებით მასტერკლასებს და პლანეტის ყველაზე შემოქმედებით ადამიანებთან თანამშრომლობით შექმნილ არაჩვეულებრივ ნამუშევრებსაც ვიხილავთ. 

კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ცოცხალ რეჟიმში, ისე წინასწარი რეგისტრაციით, დროის ნებისმიერი სასაათო სარტყლის შესაბამისად.

ფორმატი

40 საათზე მეტხნიანი გამოცდილება და სასწავლო-საგანმანათლებლო სესიები, რომლის არჩევაც, ინტერესის სფეროს მიხედვითაა შესაძლებელი, დაწყებამდე, არაუგვიანეს, 2 საათით ადრე რეგისტრაციისა.

Live Cannes Lions-ის ლონდონის სტუდიიდან, BBC-ს ჟურნალისტი, თინა დაჰილი ჩაერთვება და მის მიერ შემოთავაზებული კონტენტის ნახვა შესაძლებელი იქნება, ე.წ. “Magazine Show” ფორმატში, რაც გულისხმობს სხვადასხვა თემაზე საუბრებს ინტერვიუებისა და კომენტარების საშუალებით.

თემები:

მომავლის წინასწარმეტყველები;
ლაიტმოტივი;
ნამუშევრებს მიღმა;
საიდუმლო სპიკერები;
Lions თემები COVID-ის შემდეგ;
ჟიურის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სტანდარტები;
CMO გლობალური ზრდის საბჭო.

ფესტივალის სრული გამოცდილება 

40 საათზე მეტხნიანი კონტენტი Magazine Show-ს ფორმატში;
The Work პლატფორმა lovethework.com უფასოდ – LIONS Live-ის განმავლობაში;.
ბოლო 10 წლის განმავლობაში დაგროვილი Lions-ების გლობალური შემოქმედებითი ანგარიში;
უფასო წვდომა 42courses.com-ზე.

რეგისტრაცია და დედლაინი – გაუზიარე სარეგისტრაციო ბმული ყველას.

8/06/20: ვებგვერდზე დაიდება ღონისძიების განრიგი/სპიკერების ნაწილი;
15/06/20: სისტემაში შესვლა/ რეგისტრაცია;
18/06/20: მთლიანი განრიგი;
22/06/20: LIONS Live-ის მთლიანი ციფრული გამოცდილება. 

რაც შეეხება Young Lions Live Awards-ს, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია უფასოდ როგორც ინდივიდუალურად, ისე – ორკაციანი გუნდითაც. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მონაწილეები 18-30 ასაკობრივ ზღვარს აკმაყოფილებდნენ. გამარჯვებული 2021 წლის კანის კრეატიული ფესტივალის საგზურს დაიმსახურებს.

ბრიფი ბმულზე, დეტალები – სტატიაში.

სად გავყიდო პროდუქცია ონლაინ, როცა საკუთარი ვებგვერდი არ მაქვს

Bolt-ის აპლიკაციით შეგიძლიათ, მძღოლს Tip დაუტოვოთ