in

Cannes Lions 2021-ის პირველი გამარჯვებულები ცნობილია!

ფესტივალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა

veon
veon

კანის კრეატიულმა საერთაშორისო ფესტივალმა Cannes Lions 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, ფესტივალი ონლაინ რეჟიმში იმართება და როგორც გასულ წელს აღნიშნეს, “შემოქმედებითობას ვერაფერი შეაჩერებს”. 

სტატიაში წარმოგიდგენთ 6 კატეგორიას, რომელშიც 2020-2021 წლების საუკეთესო მონაწილეებს კანის ლომები და გრან-პრი მიენიჭათ.

Outdoor Lions

ამ კატეგორიაში სულ 2 052 ნამუშევარი იყო წარდგენილი, რომელთაგან ჟიურიმ სამი მათგანი გრან-პრით, 13 – ოქროს ლომით, 21 – ვერცხლის ლომით, ხოლო 27 ბრინჯაოს ლომით დააჯილდოვა.

DAVID Miami, INGO Stockholm და Publicis Romania სააგენტოების ის სამეული იყო, რომელიც Burger King-ის კამპანიის “Day 28, Day 32 and Day 35” მიღმა იდგა და მან ოქროს ლომი დაიმსახურა. ასევე, ოქროს ლომი მიიღეს Publicis Conseil-მა რენოს “Village Electrique”-ისთვის  და Publicis Milan-მა თავისი Heineken-ის კამპანიისთვის.

სხვა გამორჩეული გამარჯვებულები იყვნენ: 1) ALMAP BBDO სან პაულოდან, რომელმაც მიიღო როგორც ოქროს ლომი (Havianas ‘Alpargatas-ის კამპანიისთვის), ისე ბრინჯაოს ლომი (Snickers’ Hunger Cast-ისა და Doritos Wasabi-სთვის). და 2) Serviceplan მიუნხენიდან, რომელმაც კამპანიებისთვის MINI და Lifeboat ორი ოქროს ლომი მიიღო.

Health & Wellness Lions

ამ კატეგორიაში 1 300 ჩანაწერი იყო, რომელთაგან ჟიურიმ რვა მათგანი ოქროს ლომით დააჯილდოვა, 15 – ვერცხლის, ხოლო 22 – ბრინჯაოს ლომით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიაში “ჰეშთეგების” ტრიუმფი ვიხილეთ, რომლებიც პიროვნული კეთილდღეობის მნიშვნელობის კრეატიულ გააქტიურებას ემსახურებოდა.

პირველი ეს იყო გრან-პრის, ოქროსა და ორი ვერცხლის ლომის მფლობელი Beco-ს #stealourstaff, რომელიც დასაქმების ხარვეზებზე აქცენტირებს. ხოლო მეორე გრან-პრის მფლობელი გახდა AMV BBDO, თავისი ტაბუდადებული კამპანიისთვის – #wombpainstories.

Design Lions

დიზაინის ლომებმა, რომლებიც ვიზუალური ოსტატობისთვის იღებენ ჯილდოს, 1 262 ნამუშევარი წარადგინეს. AKQA Stockholm H&M-ისთვის მსოფლიოში პირველი შიდა გადასამუშავებელი სისტემა შეიმუშავა, რომელიც ძველ ტანსაცმელს ანახლებს – სწორედ ამ იდეამ მოუტანა მას ვერცხლის ლომი.

ასევე, გრან-პრი გადაეცა Notpla Limited-ს რევოლუციური მასალის შექმნისთვის, რომელიც პლასტმასას გაქრობას ისახავს მიზნად.

Pharma Lions

მოცემულ კატეგორიაში 509 ნამუშევარი იყო წარდგენილი. სამ მათგანს ოქროს ლომი გადაეცა, რვას – ვერცხლის, ხოლო ათს – ბრინჯაოსი. გრან პრი მიენიჭა ნიუ-იორკში FCB ჯანმრთელობის ქსელის კომპანია Area 23-ს, თავისი Woojer’s Sick Beats-ისთვის. ეს მსოფლიოში პირველი მუსიკალურ ენერგიაზე მომუშავე ჟილეტია, რომელიც სასუნთქი გზების გასუფთავებას ემსახურება. აღნიშნული მოწყობილობით ყველა აღფრთოვანებული დარჩა.

Print & Publishing Lions

ბეჭდურ მედიაში კრეატიულობის გამორჩეული ნამუშევრებიდან 1 012 ჩანაწერი ფესტივალზე იყო წარდგენილი. ამ კატეგორიაში ჟიურიმ ერთი გრან-პრი, ხუთი ოქროს ლომი, ცხრა ვერცხლის და 15 ბრინჯაოს ლომი გასცა.

გრან-პრი გადაეცა Ogilvy London-ს თავისი ნამუშევრისთვის Courage is Beautiful, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე წინა ხაზზე მომუშავე ადამიანების სიძლიერესა და მონდომებაზე აქცენტირებდა. “გამჭრიახი, ლამაზი და ჭკვიანური, რაც მათ ბრენდს ჭეშმარიტად შეეფერებოდა – ეს არ გაკეთებულა მხოლოდ იმისთვის, რომ ამის გაკეთება ეფექტური იქნებოდა. იგი ჩვენი ინდუსტრიის მიღმა არსებობს” – აღნიშნა ჟიურის პრეზიდენტმა ლიზ ტეილორმა.

კანის ლომები აღნიშნავენ, რომ შემოქმედების გამოყენებას დადებითი გავლენა აქვს არა მხოლოდ ბიზნესსა და ბრენდებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.

Lions Health Grand Prix for Good

ამ კატეგორიაში ჯილდო გადაეცათ არაკომერციული ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შექმნილ ნამუშევრებს. მათ შორის იყო AMV BBDO-ს, Addresspollution.org, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების ცენტრალური ოფისისთვის [COPI] შეიქმნა. კამპანიის მიზანი შემდეგი იყო: ლონდონის ყოველ მაცხოვრებელს ჰაერის დაბინძურების დონის შემოწმება უნდა შესძლებოდა.

Special Awards

Healthcare Network of the Festival

1. FCB Health
2. The BlocPartners
3. McCann Health

Healthcare Agency of the Festival

1. Area 23, an FCB Health Network Company, New York, USA
2. The Bloc, New York, USA
3. VCCP Health, London, UK

„თვიდან თვემდე, დაახლოებით, 40%-იანი ზრდა გვაქვს,“ – Cargon-ის გზა სილიკონ ველიმდე

Tiktok კონკურსი და ინოვაციური AR ეფექტები აჭარაბეთისგან