საქართველოში Cannes Lions 2025-ის ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევი კონკურსი წელს 6 კატეგორიაში ჩატარდება: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
13-19 მარტი – გუნდების რეგისტრაცია
27-30 მარტი – საკონკურსო დღეები
4 აპრილი – ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება
საბოლოო შეჯიბრი ფინალისტებისთვის, ტრადიციულად, საფრანგეთის ქალაქ კანში ჩატარდება, სადაც ქართველი მონაწილეები მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესოებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის თარიღებია 16-20 ივნისი.
ადგილობრივი ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabet arena, PSP, MINI by GT Motors, Cellfie. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge.
კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო წელსაც გადაეცემა წარდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესოს, ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში.
კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კრეატიულ სააგენტოებს, აგრეთვე სხვა კომპანიებში/ბრენდებში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს და უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე სტუდენტებს.
კატეგორია „მარკეტერში“ არ არის ნებადართული კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისა და ფრილანსერების/სტუდენტების მონაწილეობა; დაიშვებიან მხოლოდ კომპანიის/ბრენდის წარმომადგენლები.
თითოეულ კომპანიას შეუძლია მაქსიმუმ 6 გუნდის დარეგისტრირება თითო კატეგორიაში.
გუნდი შედგება მხოლოდ 2 წევრისგან. ერთ გუნდს შეუძლია დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში. მთავარი წესი: გუნდის ორივე წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ორგანიზაციას (კომპანიას, სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულებას). ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაბადებულია 1994 წლის 20 ივნისის შემდეგ (არაუმეტეს 30 წლისა).
ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის პირველი გუნდის დარეგისტრირება ყველა კატეგორიაში უფასოა. ყოველი მომდევნო გუნდის შემთხვევაში, რეგისტრაციის ღირებულებაა:
პრინტი, ფილმი, დიზაინი, პიარი, დიჯიტალი – 250 ლარი
ACAG-ის არაწევრი სააგენტოებისთვის და სხვა კომპანიებისთვის თითო გუნდის რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს:
პრინტი, ფილმი, დიზაინი, პიარი, დიჯიტალი – 350 ლარი
მარკეტერი – 150 ლარი
საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით გამომსვლელი სტუდენტებისთვის თითო გუნდის ღირებულება ყველა კატეგორიაში 100 ლარია.
*ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.
კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა: 19 მარტი, ოთხშაბათი, 23:59 საათი.
სარეგისტრაციო ბმულები:
PRINT
MARKETER
DESIGN
FILM
DIGITAL
PR
Cannes Lions–ის ახალგაზრდული ფესტივალი საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი კონკურსი წელს მეათედ იმართება.