in

ნახეთ ყველა კამპანია, რომელმაც Cannes Lions 2026-ის გრან პრი მოიგო!

კანის კრეატიული ფესტივალი დამთავრდა, უკვე ყველა გამარჯვებული ცნობილია. Cannes Lions შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ფესტივალი ყოველწლიურად საუკეთესო კრეატიულ ნამუშევრებს აჯილდოებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, გრან პრი კი ამ ფესტივალის უმაღლესი აღიარებაა, რომელიც გამორჩეულ კამპანიებს გადაეცემა. ამჯერად, ვნახოთ ყველა კამპანია, რომელმაც კანის წლევანდელ ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა.

კატეგორია: Dan Wieden Titanium Grand Prix

გამარჯვებული: Leo Australia (სიდნეი)

კამპანია: Haven

დამკვეთი: Suncorp Insurance

ჟიურის შეფასებით, ეს ნამუშევარი პასუხობს კითხვას, თუ საით მიემართება კრეატივი. კამპანია აღიარეს ინოვაციად, რომელიც ცვლის თამაშის წესებს, შთააგონებს ინდუსტრიას და აჩვენებს დაინახოს ახალ შესაძლებლობებს შემოქმედებითი განვითარებისთვის.

კატეგორია: Film Grand Prix (გაიცა ორ ფილმზე)

გამარჯვებული: Mother (ლონდონი)

კამპანია: How Can I Communicate Better With My Mom? / Can I Get A Six Pack Quickly?

დამკვეთი: Claude

ნამუშევრები აერთიანებს იუმორს, ოსტატობასა და სითამამეს. ერთი ფილმი იკვლევს რეკლამის არარსებობის იდეას, ხოლო მეორეში თავად ხელოვნური ინტელექტი დასცინის ხელოვნურ ინტელექტს. ჟიურის თქმით, ეს იყო „კორპორაციული აიკიდოს“ ნიმუში, სადაც კონკურენტის განცხადებები მისსავე წინააღმდეგ გამოიყენეს.

კატეგორია: Grand Prix For Good

გამარჯვებული: Comando Con Venezuela

კამპანია: 600K Network

დამკვეთი: Rainbow Lobster (მეხიკო) და Comando Con Venezuela (კარაკასი)

კატეგორია: Sustainable Development Grand Prix

გამარჯვებული: The Partnership Agency (ნაირობი)

კამპანია: Paid Sick Leave For Crows

დამკვეთი: Too Good

კამპანიამ ტრადიციული ბიზნესისთვის დამახასიათებელი კომპრომისები საერთო ღირებულებად გარდაქმნა. ამით სარგებელი მოუტანა ადამიანებს, ბიზნესსა და ეკოსისტემას. ეს არის მდგრადი მომავლის მშენებლობის რეპლიცირებადი მოდელი.

კატეგორია: Glass Lion For Change Grand Prix

გამარჯვებული: ARTPLAN (სანპაულუ)

კამპანია: Nigrum Corpus

დამკვეთი: Idomed & Instituto Yduqs

პროექტის ფარგლებში, შემოქმედებითმა ჯგუფმა შეისწავლა და დოკუმენტურად ასახა აფროამერიკელი პაციენტების გამოცდილება, რამაც რეალურ ქმედებებს დაუდო სათავე. ინიციატივას მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ბრაზილიის ჯანდაცვის სისტემამ და ის სამედიცინო განათლების ახალ სტანდარტად აქცია.

კატეგორია: Innovation Grand Prix

გამარჯვებული: TBWA\Canada (ტორონტო)

კამპანია: Supernova Adaptive

დამკვეთი: Adidas

პროექტი გასცდა ფეხსაცმლის შექმნის იდეას და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის სირბილის შესაძლებლობები შექმნა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კრეატივმა რეალური სოციალური ცვლილება მოიტანა.

კატეგორია: Creative Commerce Grand Prix

გამარჯვებული: VML (ვარშავა)

კამპანია: Lucky Fan Index

დამკვეთი: Wisła Kraków FC

სერიოზული ბიზნესგამოწვევების ფონზე, კამპანიამ ინოვაციურად გამოიყენა ტექნოლოგიები აუდიტორიის ჩასართავად და ლოიალობის გასაზრდელად. საბოლოო ჯამში, კომერციული და შემოქმედებითი წარმატების უპრეცედენტო შედეგი დადო.

კატეგორია: Brand Experience & Activation Grand Prix

გამარჯვებული: adam&eve\TBWA (ლონდონი)

კამპანია: Expedition Impossible

დამკვეთი: Columbia Sportswear

ეს ამბავი პირდაპირ ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს. კამპანიის მაყურებელი უშუალოდ მონაწილეობდა იდეის განხორციელებაში.

კატეგორია: Luxury Grand Prix

გამარჯვებული: WeSayHi (მალტა)

კამპანია: Warmer Together

დამკვეთი: Moncler

ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს გულწრფელმა მეგობრობამ ვიდეო ემოციურ და კინემატოგრაფიულ შედევრად აქცია.

კატეგორია: Creative Strategy Grand Prix

გამარჯვებული: LePub Milan და Publicis Dublin

კამპანია: The Pub That Refused To Die

დამკვეთი: Heineken

კამპანიამ ბრენდის გამოცდილება კომუნების გაერთიანებისთვის გამოიყენა, რათა პაბები დახურვისგან გადაერჩინა. ამ სტრატეგიამ Heineken ირლანდიელთა გულებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

კატეგორია: Creative Effectiveness Grand Prix

გამარჯვებული: Publicis Conseil

კამპანია: Three Words

დამკვეთი: AXA France

Three Words – სოციალური და კულტურული თვალსაზრისით კამპანიამ აუდიტორიაზე დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

კატეგორია: Creative Business Grand Prix

გამარჯვებული: McCann Worldgroup (საბერძნეთი)

კამპანია: The Wedding Rice

დამკვეთი: Wikifarmer

სტრატეგია მარტივი იყო – ახალი ინფრასტრუქტურის გარეშე, უკვე არსებული, გადასაყრელი პროდუქტისგან შეიქმნა შემოსავლის ახალი წყარო ფერმერებისთვის, რამაც მდგრადი განვითარების მასშტაბირებადი მოდელი ჩამოაყალიბა.

კატეგორია: Social & Creator Grand Prix

გამარჯვებული: LePub (მილანი / სანპაულუ)

კამპანია: Could Have Been A Heineken

დამკვეთი: Heineken

კამპანიამ იუმორით და შემოქმედებითად დაგვარწმუნა, რომ გრძელი ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას ყოველთვის სჯობს პირადი, პირისპირ საუბარი.

კატეგორია: PR Grand Prix

გამარჯვებული: VML და Burson (ლონდონი)

კამპანია: The KitKat Heist

დამკვეთი: KitKat

ბრენდმა კრიზისი კულტურულ მოვლენად გარდაქმნა და დაამტკიცა, რომ კრეატიულობა და კრიზისმენეჯმენტი იდეალურად ავსებს ერთმანეთს.

კატეგორია: Media Grand Prix

გამარჯვებული: Special (აშშ)

კამპანია: Build Your Own Superbowl

დამკვეთი: Uber Eats

კამპანიამ პროდუქტი საკომუნიკაციო პლატფორმად აქცია და ერთ გამოცდილებაში გააერთიანა მედია, ტექნოლოგია, ნიჭი და პერსონალიზაცია, რითაც ტრადიციული მარკეტინგული ძაბრი ძირფესვიანად შეცვალა.

კატეგორია: Direct Grand Prix

გამარჯვებული: De la Cruz Ogilvy (სანხუანი)

კამპანია: Uva Uva Bombón

დამკვეთი: Uva App

ახალმა ბრენდმა წლის ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო შედეგები დიდი ბიუჯეტის ნაცვლად, გამჭრიახობით მოიგო და დიდ წარმატებადაც აქცია.

კატეგორია: Creative Data Grand Prix

გამარჯვებული: Circus Grey (პერუ)

კამპანია: SOS POS

დამკვეთი: BCP Bank

მონაცემების შემოქმედებითად გამოყენებით სააგენტომ ცადა საბანკო სექტორში ნდობის პრობლემა გადაჭრა. კამპანიით აჩვენეს, როგორ შეიძლება ბიზნესში შედეგების მიღწევა საზოგადოების დაცულობის პარალელურად.

კატეგორია: Entertainment for Sport Grand Prix

გამარჯვებული: McCann (ლიმა)

კამპანია: The Thousand Sponsors of Muni

დამკვეთი: Club Deportivo Municipal

კამპანიამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გულშემატკივრების ძალამ ჩაანაცვლოს ფული სპორტში და როგორ განსაზღვროს თემმა კლუბის მომავალი.

კატეგორია: Entertainment for Music Grand Prix (გამარჯვებული 1/2)

გამარჯვებული: Canada (ბარსელონა)

კამპანია: Rosalía Ft Bjork, Yves Tumor Berghain

დამკვეთი: Columbia Records, Rosalía

კლასიკურისა და თანამედროვეს, ფანტაზიისა და რეალობის ვიზუალური და აუდიო სინთეზი.

კატეგორია: Entertainment for Music Grand Prix (გამარჯვებული 2/2)

გამარჯვებული: Johannes Leonardo (ნიუ-იორკი)

კამპანია: Original Forever

დამკვეთი: Adidas

ბრენდის, მუსიკოსისა და აუდიტორიის ინტეგრაციით, Adidas-მა ძველი ფანების ნოსტალგია გააღვიძა და ახალი თაობა შემოიკრიბა გარშემო.

კატეგორია: Entertainment for Gaming Grand Prix

გამარჯვებული: David New York

კამპანია: Copycats Welcome

დამკვეთი: Supercell

კამპანია უჩვეულო იდეით გამოდის – საავტორო უფლებებისთვის ბრძოლის ნაცვლად, ყალბი ვერსიების მომხმარებლებს ოფიციალურ თამაშში დაბრუნება შესთავაზა.

კატეგორია: Entertainment Grand Prix

გამარჯვებული: Johannes Leonardo (ნიუ-იორკი)

კამპანია: Original Forever

დამკვეთი: Adidas

ბრენდის ძალა არა ხელოვნურ რელევანტურობაში, არამედ სწორ დროსა და სწორ ადგილას მნიშვნელოვანი გზავნილით გამოჩენაშია.

კატეგორია: Design Grand Prix

გამარჯვებული: TBWA\Media Arts Lab (ლოს ანჯელესი)

კამპანია: Apple TV Rebrand

დამკვეთი: Apple

ტექნოლოგიური სიმარტივისა და სიყვარულით შექმნილი ჰოლისტიკური დიზაინით Apple-ის გრან პრი ამ კამპანიას ერგო.

კატეგორია: Film Craft Grand Prix

გამარჯვებული: Isle of Any (ნიუ-იორკი)

კამპანია: Your Way Out

დამკვეთი: Coinbase

ოსტატობითა და ორიგინალური სარეჟისორო ნამუშევრით, ამ კამპანიამ ჟიურის უპირობო მოწონება დაიმსახურა.

კატეგორია: Digital Craft Grand Prix

გამარჯვებული: Google InHouse

კამპანია: Project Genie

დამკვეთი: Google

ამჯერად, ტექნოლოგიური ინსტრუმენტი წარმოსახვის პლატფორმად აქციეს, რაც ამტკიცებს, რომ ნამდვილი გარღვევა მხოლოდ კრეატივის ჩართულობით ხდება.

კატეგორია: Industry Craft Grand Prix

გამარჯვებული: LOLA (მადრიდი)

კამპანია: Tiny Coffee Shops

დამკვეთი: DeLonghi

კამპანიამ ოსტატურად მოახერხა პატარა დეტალებისგან დიდი ემოციების შექმნა და ადამიანებში ბავშვური განწყობის გაღვიძება.

კატეგორია: Audio and Radio Grand Prix

გამარჯვებული: BBDO Puerto Rico

კამპანია: Coqui Alarmed

დამკვეთი: Hyundai Puerto Rico

ეს გახლავთ ადგილობრივ ინსაითზე აგებული კამპანია, რომლის შესრულებამ და გავლენამ ჟიურის გლობალური მოწონება დაიმსახურა.

კატეგორია: Health and Wellness Grand Prix

გამარჯვებული: Uncommon Creative Studio (ლონდონი)

კამპანია: The Periodic Fable

დამკვეთი: The Ordinary

კამპანია ემსახურება კანის მოვლის ტრენდებით შეპყრობილი საზოგადოების კრიტიკას და კულტურა, კრეატივი და ჯანმრთელობა იდეალურად იკვეთება.

კატეგორია: Creative B2B Grand Prix

გამარჯვებული: Nord DDB (სტოკჰოლმი)

კამპანია: B2B: The Faroe Island Space Program

დამკვეთი: SKF

კამპანიამ უგულებელყო B2B სექტორის ტრადიციული წესები და შექმნა რეალური კოსმოსური პროგრამა, რითაც სექტორში კრეატიული სითამამის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.

კატეგორია: Outdoor Grand Prix

გამარჯვებული: Gut (სანპაულუ)

კამპანია: Field Barcode

დამკვეთი: Mercado Livre

გრან პრი ერგო საფეხბურთო მოედნის გიგანტურ შტრიხკოდად გარდაქმნის გენიალურ იდეას, რომელმაც ჟიური ერთი ნახვით მოხიბლა.

კატეგორია: Pharma Grand Prix

გამარჯვებული: Fallon Minneapolis

კამპანია: Relax Your Tight End

დამკვეთი: Novartis

კამპანია რეალურ პრობლემაზეა აგებული იუმორით, სითამამითა და ცნობილი ადამიანების ავთენტური ჩართულობით.

კატეგორია: Print and Publishing Grand Prix

გამარჯვებული: Rethink Toronto

კამპანია: Look Familiar

დამკვეთი: Heinz

ამ შემთხვევაში, კამპანიაში პროდუქტის არარსებობამ ბრენდის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. ეს იყო აუდიტორიისა და მრავალწლიანი თანმიმდევრულობის მიმართ ნდობის დემონსტრირება.

კატეგორია: Creative Brand Grand Prix

გამარჯვებული: AB InBev

ეს ჯილდო აფასებს არა ერთ კონკრეტულ კამპანიას, არამედ წლების განმავლობაში შექმნილ იმ პროცესებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც კომპანია შემოქმედებითი შედეგების მისაღწევად იყენებს.

როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში

მითები და რეალობა ყავის შესახებ: რას დავუჯეროთ და რას – არა?