in ,

Cannes Lions-ის მფლობელი კომპანია ორად იყოფა

საერთაშორისო მედია Cannes Lions-ის მშობელ კომპანიაზე ალაპარაკდა. გავრცელებული ინფორმაციით, Ascential ორად იყოფა. შეგახსენებთ, რომ Ascential ინფორმაციას, ანალიტიკასა და იქომერს ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს ბრენდებისა და მათი ეკოსისტემისთვის. ცოტა ხნის წინ, Ascential-მა ცვლილებების შესახებ დააანონსა. კომპანია ორად იყოფა. 2022 წლის პირველ ნახევარში, კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მასზე Cannes Lions-ის ფესტივალის აღდგენამ მნიშვნელოვნად იქონია გავლენა. შემოსავალმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა. გაყიდვები 49%-ით გაიზარდა და 520 მლნ ევროს მიაღწია 2022 წელს, რაც მოლოდინებზე მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა.

რაც შეეხება Cannes Lions-ს, ის კვლავ დარჩება კომპანიის შემადგენლობაში, დანარჩენი კომპონენტები კი გადანაცვლებას ან გაყიდვას დაექვემდებარება.

Ascential-ის რესტრუქტურიზაცია სტრატეგიული ნაბიჯია, რომელზე საუბარიც ჯერ კიდევ, 2022 წლის აპრილში დაიწყო. საბჭოს განცხადებით, კომპანიის აქტივების გამიჯვნა მასში შემავალი ბიზნესების უკეთესად პოზიციონირებას შეუწყობდა ხელს. ახლა კი, ბიზნესებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განაგრძონ თავიანთ გრძელვადიან მიზნებზე მუშაობა.

ასევე, მიღება დაიწყო Cannes Lions Awards 2023-ზე და მისი წარდგენის ბოლო ვადად 2023 წლის 13 აპრილია დასახელებული.

 

წყარო: bizcommunity

200 ქართველი გულშემატკივარი ნეაპოლში — Croco Airways-ის ორგანიზებით პირველი პირდაპირი ფრენა შესრულდა

როგორ შეგვიძლია კრეატიულობის გაუმჯობესება