in

დღეს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ Cannes Lions Georgia 2026-ის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ

დღეს, 27 მარტს, სასტუმრო „ტელეგრაფი“ Cannes Lions-ის ახალგაზრდული კონკურსის ეროვნული ეტაპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. ჟიურის მუშაობა უკვე დასრულებულია – ადგილობრივი ეტაპის ნამუშევრები შეფასებულია და სულ მალე გავიგებთ იმ გამარჯვებულების ვინაობას, რომლებიც საქართველოს სახელით მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ. წელს ინდუსტრიის მხრიდან ინტერესი კვლავ მასშტაბური იყო – ადგილობრივ კონკურსში მონაწილეობა 322-მა გუნდმა მიიღო.

სივრცის შეზღუდული რაოდენობის გამო, ღონისძიებას ფიზიკურად მხოლოდ კონკურსის ჟიურის წევრები და შორთლისტში მოხვედრილი კანდიდატები დაესწრებიან. თუმცა, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დაჯილდოების პროცესს თვალი პირდაპირ ეთერში, Cannes Lions Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე ადევნოს.

ტრადიციულად, 5 გამარჯვებული გუნდი ივნისში, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შემოქმედებით ფესტივალზე გაემგზავრება და გლობალურ ასპარეზზე მიიღებს მონაწილეობას. გარდა ძირითადი კატეგორიებისა, ღონისძიებაზე წელს კვლავ გაიცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.

კონკურსი ხუთ ძირითად კატეგორიაში ჩატარდა: Print, Film, Digital, Marketer და PR. იგი განკუთვნილია როგორც კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისა და სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული შემოქმედებითი გუნდებისთვის.

წელს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორები არიან: თიბისიapeople, Tegeta • თეგეტა & Geely Center Tegeta • ჯილი ცენტრი თეგეტა, McDonald’s Georgia, PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი, წყალი ბაკურიანი – Bakuriani Water, ENERGIA BY BORJOMI, Jacobs, marketer.ge

კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში 70 წელზე მეტია იმართება (Cannes Lions უკვე 72-წლიან ისტორიას აერთიანებს). საქართველომ გლობალურ ღონისძიებაში ოფიციალური წარმომადგენლობის უფლება 2015 წელს მოიპოვა და მას შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ფესტივალის უცვლელი მონაწილეა.

დღეს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ მარკეტინგული ფორუმი 2026 გაიმართება

Wikipedia სტატიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ამკაცრებს