in

რა თემები იქნება კანის საერთაშორისო კონკურსზე აქტუალური? — პროგნოზი

დღეს კანის ლომების საერთაშორისო კონკურსი დაიწყო, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა კი წინასწარ განსაზღვრეს, დაახლოებით რას შეეხება ძირითადი სასაუბრო თემები. პროგნოზი Adweek-მა გამოაქვეყნა:

1. იქნება თუ არა AI ადამიანების უსამსახუროდ დატოვების მიზეზი

დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება… ერთი მხრივ, ისაუბრებენ, როგორ აზიანებს მისი განვითარება ადამიანურ რესურსს; მეორე მხრივ კი, ალბათ, AI-ის შესანიშნავ შესაძლებლობებსაც შეეხებიან — როგორ შეიძლება მათი სათავისოდ გამოყენება.

2. Google-ის ტრაფიკის მოსალოდნელი აპოკალიფსი

მას შემდეგ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა სისტემებმა Google-ის მონაცემების შეჯამება და მომხმარებლებამდე ამ ფორმით მიტანა დაიწყეს, ბევრი რამ შეიცვალა. ამჯერად საქმე ტრაფიკის ვარდნას ეხება — AI-ის მიზეზით, გამომცემლების ბმულებზე დაწკაპუნების აუცილებლობა იზრდება.

3. ბრენდის (და ადამიანის) უსაფრთხოება X-ზე

ილონ მასკის მიერ X-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნული ლინდა იაკარინო, სავარაუდოდ, კანის სცენაზე ისაუბრებს, რომ პლატფორმა სიტყვის თავისუფლების ძალას ეყრდნობა. თუმცა X-ის მხარდამჭერების რაოდენობა სულ უფრო იკლებს — The New York Times-ის ცნობით, ასმა მსხვილმა ბრენდმა შეწყვიტა აღნიშნულ პლატფორმაზე პოზიციონირება.

4. როგორ ცვლიან კრეატორები სოციალურ მედიას

ათწლეულების განმავლობაში კანი იყო ადგილი ტრადიციული გამომცემლებისა და განვითარებადი პლატფორმებისთვის. თუმცა ახლა კრეატორები, უმეტესად ინფლუენსერები, თავიანთი მილიონიანი აუდიტორიით, ასევე შეუერთდნენ კანს. ზოგიერთი ამ ნაკადს ახალ სისხლად და პოტენციურ პარტნიორებად მიიჩნევს; ზოგიერთი კი უფრო აუტსაიდერებად ან კონკურენტულ ჭრილში აღიქვამს მათ.

გახდი სპორტის გურუ და გაემგზავრე EURO 2024-ის ფინალზე უფასოდ!

პრემია „ელისომ“ გამარჯვებულები გამოავლინა