უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, Cannes Lions-მა საკუთარი მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებით გამოხატა. რუსული სარეკლამო ინდუსტრიისთვის ამ სანქციის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი ფესტივალის ქართული წარმომადგენლობა იყო. გაგაცნობთ გადაწყვეტილების შესახებ:
„ჩვენ ვდგავართ უკრაინელი მეგობრებისა და იმ რუსი პარტნიორებისა თუ კომუნის წევრების გვერდით, ვინც რუსეთის მთავრობის ქმედებებს არ ეთანხმებიან.
მიუხედავად ჩვენი სურვილისა, ვიზეიმოთ კრეატიულობა, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, მივედით გადაწყვეტილებამდე არ მივიღოთ განაცხადები ან დელეგატები რუსული ორგანიზაციებიდან Cannes Lions-ისა და მასთან ასოცირებულ საკონკურსო პროგრამებზე.
Ascential და Lions დაუყოვნებლივ გაიღებს დონაციასა იმ ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაზარალებულ რეგიონში მუშაობენ.
ვაცნობიერებთ რა, რომ ეს მხოლოდ მცირედია, მივესალმებით ნებისმიერ და ყველა ადამიანს უკრაინის შემოქმედებითი ინდუსტრიიდან. მათ შეუძლიათ უფასოდ დაესწრონ კანის ლომების ფესტივალს. ასევე, უკრიანული სააგენტოებიდან შემოსული განაცხადების გადასახადი სრულად ანაზღაურდება.
Lions-ის პლატფორმაზე ჩვენ განვათავსეთ ტალანტების სპეციალური დირექტორია, შემოქმედებითი ინდუსტრიის დაზარალებული წევრებისთვის. ჩვენს გლობალურ კომუნას მოვუწოდებთ დაეხმარონ და მხარდაჭერა გამოუცხადონ ჩვენს მეგობრებს, ასეთ რთულ დროში. ჩვენი კომუნის დაზარალებულ წევრებს პლატფორმაზე თავიანთი პროფაილის შექმნა შეუძლიათ.
ასეთ განსაკუთრებულად მძიმე დროს, ჩვენი ფიქრები ჩვენს უკრაინელ ხალხთან და ჩვენი კომუნის დაზარალებული წევრებისკენაა მიმართული.“












