კანის კრეატიული ფესტივალი ახლოვდება. 16-20 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ კანში მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრია შეიკრიბება. ათასობით სტუმარი, ათეულობით სპიკერი და წლის ყველაზე პრესტიჟული კრეატიული კონკურსი – რამდენიმე დღის განმავლობაში, კანი ტრაციდიულად კრეატივის მსოფლიო ცენტრად გადაიქცევა. საფესტივალო განრიგში ქართულ სახელებსაც ამოიკითხავთ – 20 ივნისს, ადგილობრივი დროით 14:15-ზე აუდიტორიის წინაშე სააგენტო Windfor’s-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ვატო ქავთარაძე და რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სალომე ასათიანი წარდგებიან, თემით: Creative Fighters: World War for Values (შემოქმედებითი მებრძოლები: მსოფლიო ომი ღირებულებებისთვის).
როგორც კანის ფესტივალის პროგრამაშია აღნიშნული:
კითხვები, რომლებზეც აღნიშნული სესია პასუხს გასცემს:
შემოქმედებითობას ისტორიაში ყოველთვის ჰქონია განსაკუთრებული ძალა ავტორიტარიზმის, პროპაგანდის და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა შეუძლიათ ისწავლონ ამ ბრძოლისგან თანამედროვე მარკეტერებმა და შემოქმედებმა? შეხვვედრის მიზანია, გადავაფასოთ შემოქმედებითი სამუშაო – არა მარტო როგორც პროდუქტების გაყიდვის საშუალება, არამედ როგორც კულტურული, სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობის ძლიერი აქტი. მაინც, როგორ ხდება ეს პრაქტიკაში?
მთავარი სასაუბრო თემა:
ანონსის თანახმად, ამ სესიაზე აუდიტორია მოისმენს, თუ როგორ გამოიყენება შემოქმედებითობა წინააღმდეგობისა და კაცობრიობის გადარჩენის იარაღად. იმ დროს, როცა საქართველო რთულ დროს განიცდის, შენდება ორუელისეული დიქტატურა, მეორდება სტალინის უბნელესი დრო, როდესაც ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, აჩუმებდნენ. უკანონოდ დაკავებულთა უმრავლესობა, წარსულის მსგავსად, შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები არიან, რაც შემოქმედებითობას ამ ბრძოლის წინა პლანზე აყენებს.
ეს იქნება გზამკვლევი ინოვაციების პიონერებზე, ტექნოლოგიებსა და ტრანსფორმაციებზე, რომლებიც უკვე აყალიბებენ ხვალინდელ დღეს.