in

კანისა და სანდენსის ფესტივალები ფილმებს YouTube-ზე შემოგვთავაზებენ

პანდემიის გამოცხადების შემდეგ, 20-მდე ფილმის ფესტივალმა გადაწყვიტა, საფესტივალო ფილმები YouTube-ზე გაუშვას. ფილმის ფესტივალებს შეუერთნენ კანისა და სანდენსის ფესტივალებიც.

“ჩვენ ვართ ერთი გლობალური ფილმის ფესტივალი” – ამ ათდღიანი ივენთის ფარგლებში იუთუბზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, კომედიის ჟანრის, მხარტვრული ფილმებისა და პანელური დისკუსიების სელექცია.

ვირტუალური ფესტივალი 29 მაისს დაიწყება და 7 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალი მოიცავს კანის, სანდენსის, ტორონტოს საერთაშორისო, ბერლინის საერთაშორისო, ტრიბეკასა და ვენის ფესტივალებს. მნახველებს ექნებათ საშუალება, ფესტივალის ფარგლებში გადარიცხონ თანხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას COVID-19-ის ფონდში.

ფილმების ნახვას მოცემულ YouTube არხზე შეძლებთ.

ასე გაზარდა გაყიდვები 200%-ით ამერიკულმა წიგნების მაღაზიამ, კარანტინის დროს [The Wild Detectives-ის ამბავი]

25 ანაზღაურებული შემთხვევა – „თიბისი დაზღვევის“ 300 000-ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის