in ,

“საქართველო კანის ლომების ფესტივალზე მოასპარაზე 4 ახალგაზრდულ გუნდს აპრილში გამოავლენს

11052382_497188313768636_3470764097541712945_n

სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions” ახალგაზრდული კონკურსი (“Cannes Young Lions”) საქართველოში წელსაც ტარდება. 9-10 აპრილს და 16-17 აპრილს ღონისძიებას ტექნოპარკი უმასპინძლებს. 2015 წელს ქართული სარეკლამო სფეროს ახალგაზრდა ტალანტები “დიზაინის” კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

cannes-georgia“კანის ლომების ფესტივალი უკვე 62 წელს ითვლის. ჩვენ მეორე წელია მასში ვმონაწილეობთ. განსხვავებით წინა წლისა, წელს ოთხ კატეგორიაში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს, რადგან ეს სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით. წლევანდელი კატეგორიებია – 1. დიზაინი 2. ბეჭდური რეკლამა,  3. ინტერნეტ-კამპანიის დაგეგმვა და 4. ახალგაზრდა მარკეტერების გამოვლენა.  პირველ სამ კატეგორიაში მხოლოდ სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონაწილეობა, მეოთხე კატეგორია კი შექმნილია სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული მარკეტერებისთვის, რომელთა ასაკი 30 წელს არ აღემატება.” – აცხადებს აკო ახალაია, კანის ფესტივალის წარმომადგენელი საქართველოში.

“თითოეულ კატეგორიაში მონაწილე გუნდებს 24 საათი ექნებათ ნამუშევრის წარმოსადგენად და ყველა გამარჯვებული გუნდი საფრანგეთში, კანში გაემგზავრება საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ანუ ჯამში 8 ადამიანი,  საქართველოს სახელით განაგრძობს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ჯილდოსთვის ბრძოლას. ფესტივალის შესახებ ღია კარის დღე გაიმართება 26 მარტს, დეტალურ ინფორმაციას და სარეგისტრაციო ბმულს ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე დავდებთ. ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი შეძლებს დასწრებას და ყველა კითხვაზე პასუხის მიღებას.”- აცხადებს ლევან ლეფსვერიძე, კანის ფესტივალის წარმომადგენელი საქართველოში.

შეგახსენებთ 9-10 და 16-17  აპრილს საქართველოს ისტორიაში ახალგაზრდა კანის ლომების ფესტივალი მეორედ ჩატარდება. 2016 წელს საქართველო 4 კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას, ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ივნისში კანში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგაზვრებიან და საკუთარ შესაძლებობებს მსოფლიოს საუკეთესოებს შორის მოსინჯავენ!

https://www.facebook.com/canneslionsgeorgia

რა აკავშირებს ამერიკელ ფიზიკოსსა და ქართველ მეფუტკრეს ? – მისო “კრისტალი”-ს ახალი ანიმაცია

Camora Tatto & Barber Shop – განსხვავებული სივრცე მხოლოდ მამაკაცებისთვის !