in

Canon-მა ფოტოების დასამუშავებლად AI პროგრამა გამოუშვა

ტექნოლოგიების განვითარებას თუ დავაკვირდებით, მალე აღარ დარჩება ისეთი საკითხი, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს ვერ გამოვიყენებთ. მართალია, ფოტოების დამუშავების კუთხით უკვე არაერთი პროგრამა არსებობს, მაგრამ Canon-მა გადაწყვიტა, საკუთარი ქსელი წარმოედგინა — მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ კადრებს მომენტალურად აუმჯობესებს.

PetaPixel-ის თანახმად, ხელსაწყო იმ სამ ძირითად მახასიათებელზეა პასუხისმგებელი, რომლებიც ხშირად ყველაზე პრობლემურია: ფერი, ფოკუსი (დაბლარვა) და ხარისხი. უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, სისტემა ავტომატურად ასწორებს ხარვეზებს და ფოტოების უკეთეს ვერსიას გვთავაზობს.

მანქანური სწავლების ალგორითმების მეშვეობით, რომლებიც RAW და JPEG ფოტოების კოლექციით გაიწვრთნა, Canon-ის სერვისს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის პრობლემას გაუმკლავდეს. და როგორც კომპანია აღნიშნავს, მისი უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა განსხვავდება ბაზარზე არსებული მსგავსი სერვისებისგან — კერძოდ, ის მაღალ ხარისხში, რეალისტურად ამუშავებს სურათებს.

ამავდროულად, ამჟამინდელი პროგრამები მხოლოდ სამ ძირითად ფერს აღიქვამს: წითელს, მწვანეს და ლურჯს. შესაბამისად, დანარჩენს მიმდებარე პიქსელების ინფორმაციის გამოყენებით ამუშავებს, რაც ცუდ შედეგებს იძლევა. ხოლო ქენონის ფუნქცია აღჭურვილია ნეირონული ქსელით Demonsiac, რათა არასწორ ფერთა ინტერპრეტაცია აიცილოს თავიდან.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დანერგავს ამ მახასიათებლებს Canon თავის მომავალ კამერებში, მაგრამ ეს უკვე საინტერესო პერსპექტივად გვესახება.

ლაბორატორიულ სინჯარებში ჩამოსხმული პროდუქციით დაწყებული კოსმეტიკის მსოფლიო წარმატება

22 თებერვალს 500 Georgia-ს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება