კეთილი სახე, დიდი მუცელი, წითელი ტანსაცმელი, თეთრი თმა და წვერი, – გადმოცემით სწორედ ასე გამოიყურება სანტა. თუმცა, Canon-ის სარეკლამო ვიდეორგოლში ახალი წლის ამ მოულოდნელი გმირის ვიზუალში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იცვლება და ამას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზიც აქვს. კომპანიამ სადღესასწაულოდ იმ ბავშვების გახარება გადაწყვიტა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან სიცოცხლისთვის და სამწუხაროდ, ახალ წელს საავადმყოფოს კედლებში ხვდებიან. ბრენდმა ამ საოცარი პატარებისთვის დაუვიწყარი და სრულიად განსხვავებული ემოციების მატარებელი სიურპრიზი მოაწყო, რომლის მთავარი გმირიც თმა გადახოტრილი საყვარელი სანტა გახდა. ემოციური კამპანიის შექმნაზე Canon-თან ერთად სააგენტო Dentsu-მ იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=194&v=G2ypaFkzWs8











